„მშენებლობის პროექტების სავალდებულო სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზის მოწყობის ფარგლებისა და წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 21 ნოემბრის №626 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
564
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2005-06-30
გამოქვეყნების თარიღი
2005-07-05
სარეგისტრაციო კოდი
330.010.020.08.002.003
„მშენებლობის პროექტების სავალდებულო სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზის მოწყობის ფარგლებისა და წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 21 ნოემბრის №626 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №564

2005 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

„მშენებლობის პროექტების სავალდებულო სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზის მოწყობის ფარგლებისა და წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 21 ნოემბრის №626 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და „მშენებლობის პროექტების სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზისა და დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად „მშენებლობის პროექტების სავალდებულო სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზის მოწყობის ფარგლებისა და წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 21 ნოემბრის №626 ბრძანებულებაში (სსმ III, 1999 წ., №62(69), მუხ. 969) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მშენებლობის პროექტების სახელმწიფო კომპლექსურ ექსპერტიზას ექვემდებარება საქართველოს სახელმწიფო და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების გათვალისწინებული ობიექტების მშენებლობის პროექტები, ასევე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ჩამონათვალის შესაბამისად განსაზღვრული ობიექტების მშენებლობის პროექტები, მიუხედავად მშენებლობის ღირებულებისა (ობიექტების მნიშვნელობის, ფუნქციური დანიშნულების, განლაგებისა და სხვა ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით).“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მშენებლობის პროექტების სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზა განახორციელონ „მშენებლობის პროექტების სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზისა და დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა სახელმწიფო ექსპერტიზის მთავარმა სამმართველომ, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე – აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისმა სამმართველოებმა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ფარგლებში.“.

 მ. სააკაშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია