,,გ. ქათამაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
832
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2005-10-17
გამოქვეყნების თარიღი
2005-10-17
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.08.002.003
,,გ. ქათამაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №832

2005 წლის 17 ოქტომბერი

ქ. თბილისი

გ. ქათამაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

1. მიენიჭოს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უკრაინაში გრიგოლ ქათამაძეს უფლებამოსილება, რომ ხელი მოაწეროს „შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) წევრი ქვეყნების მთავრობებს შორის ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის კატასტროფების შემთხვევებში სასწრაფო დახმარების აღმოჩენაში და სასწრაფო საპასუხო ზომების მიღებაში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამატებით ოქმს.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 11 მაისის №323 ბრძანებულება „ბ. ბრეგაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია