,,მოსამართლეობის საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 10 მარტის №132 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
477
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2005-06-10
გამოქვეყნების თარიღი
2005-06-10
სარეგისტრაციო კოდი
110.050.000.08.002.003
,,მოსამართლეობის საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 10 მარტის №132 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №477

2005 წლის 10 ივნისი

 ქ. თბილისი

„მოსამართლეობის საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 10 მარტის №132 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 10 მარტის №132 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №28, მუხ. 260) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგამოცდო კომისიის წევრი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო ხარისხი და/ან სპეციალობით პრაქტიკული მუშაობის 5 წელზე მეტი გამოცდილება.“.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია