,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
23
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-02-02
გამოქვეყნების თარიღი
2006-02-03
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.10.003.000.406
,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე”

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №23

2006 წლის 2 თებერვალი

ქ. თბილისი

,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წ., №154, მუხლი 1714) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:

ა) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

,,21. ლიკვიდირებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – შრომის ინსპექციის უფლებამონაცვლედ შრომის წესებისა და ნორმების დაცვის ზედამხედველობის სფეროში განისაზღვროს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.“;

ბ) დებულების:

ბ.ა) მე-3 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.ბ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,პ) სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოხელეებს ანიჭებს შრომის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორისა და შრომის სახელმწიფო ინსპექტორის სტატუსს“;

ბ.გ) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენცია, ამოცანები და ფუნქციები განისაზღვრება სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, რომელიც მტკიცდება მინისტრის ბრძანებით“;

ბ.დ) მე-10 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების შეუფერხებელი ფუნქციონირების ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა და საქმისწარმოების ორგანიზება“;

ბ.ე) მე-17 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის მიზანმიმართულად განხორციელება.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია