საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №463
2005 წლის 7 ივნისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს
შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 5 აგვისტოს ბრძანებულება №682-სსმ III, №92, 05.08.2005წ; მუხ.1041
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 4 დეკემბრის ბრძანებულება №721-სსმ III, №163, 05.12.2006წ; მუხ.2218
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 4 დეკემბრის ბრძანებულება №578-სსმ III, №174, 05.12.2008წ; მუხ.1782
საქართველოს განათლებისა სისტემაში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის გზით საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლით გარანტირებული თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლების მიღების უფლების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 5 აგვისტოს ბრძანებულება №682-სსმ III, №92, 05.08.2005წ; მუხ.1041
1. დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო (შემდეგში – სააგენტო).
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 5 აგვისტოს ბრძანებულება №682-სსმ III, №92, 05.08.2005წ; მუხ.1041
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 4 დეკემბრის ბრძანებულება №721-სსმ III, №163, 05.12.2006წ; მუხ.2218
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 4 დეკემბრის ბრძანებულება №578-სსმ III, №174, 05.12.2008წ; მუხ.1782
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს სააგენტოს დებულების დამტკიცება, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 4 დეკემბრის ბრძანებულება №578-სსმ III, №174, 05.12.2008წ; მუხ.1782
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ბრძანებულებით დაფუძნებული სააგენტოსათვის სათანადო ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 4 დეკემბრის ბრძანებულება №578-სსმ III, №174, 05.12.2008წ; მუხ.1782
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 5 აგვისტოს ბრძანებულება №682-სსმ III, №92, 05.08.2005წ; მუხ.1041
2. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 4 დეკემბრის ბრძანებულება №721-სსმ III, №163, 05.12.2006წ; მუხ.2218
3. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 4 დეკემბრის ბრძანებულება №578-სსმ III, №174, 05.12.2008წ; მუხ.1782