საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №479
2005 წლის 13 ივნისი
ქ. თბილისი
ზ. გოგსაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იტალიის რესპუბლიკაში და ქ. რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან (FAO, IFAD, WEP) საქართველოს წარმომადგენელს ზაალ გოგსაძეს უფლებამოსილება, რომ ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას „საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს (IFAD) შორის პროექტის დაფინანსების შესახებ“.
მ. სააკაშვილი