საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №378
2005 წლის 26 მაისი
ქ. თბილისი
კ. სეხნიაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველ მოადგილეს კახა სეხნიაშვილს უფლებამოსილება, რომ გამართოს მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და ავსტრიის ფედერალურ მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის დარგში შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ ოქმის ტექსტის მიღების მიზნით.
მ. სააკაშვილი