საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №324
2005 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქარვთელოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიენიჭოს უფლებამოსილება წარმოადგინოს საქართველოს მთავრობა კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე ხელი მოაწეროს საქართველოს მთავრობასა და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებებს.
მ. სააკაშვილი