საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №334
2005 წლის 15 მაისი
ქ. თბილისი
რ. გიგილაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს რევაზ გიგილაშვილს უფლებამოსილება, რომ გამართოს მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.
მ. სააკაშვილი