საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №242
2005 წლის 20 აპრილი
ქ. თბილისი
„შპს „საოკეანო სანაოსნო კომპანიაში“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილის (100%) მართვის უფლებით შპს „თბილისის სანაოსნო კომპანიისათვის“ გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 14 ნოემბრის №565 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შპს „საოკეანო სანაოსნო კომპანიაში“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილის (100%) მართვის უფლებით შპს „თბილისის სანაოსნო კომპანიისათვის“ გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 14 ნოემბრის №565 ბრძანებულება (სსმ III, 2003 წ., №131, მუხლი 1087).
მ. სააკაშვილი