,,შპს „ჟინერის“ საწესდებო კაპიტალში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული წილის (51 პროცენტი) ქ. თბილისის მერიისათვის მართვის უფლებით გადაცემის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
123
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2005-03-02
გამოქვეყნების თარიღი
2005-03-02
სარეგისტრაციო კოდი
240.050.000.08.002.003
,,შპს „ჟინერის“ საწესდებო კაპიტალში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული წილის (51 პროცენტი) ქ. თბილისის მერიისათვის მართვის უფლებით გადაცემის შესახებ”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №123

2005 წლის 2 მარტი

ქ. თბილისი

შპს „ჟინერის“ საწესდებო კაპიტალში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული წილის (51 პროცენტი) ქ. თბილისის მერიისათვის მართვის უფლებით გადაცემის შესახებ

„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 11 მაისის №203 ბრძანებულებით დამტკიცებული „საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა  სუბიექტზე აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის წესის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:

1. გადაეცეს ქ. თბილისის მერიას შპს „ჟინერის“ საწესდებო კაპიტალში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილი (51 პროცენტი) მართვის უფლებით.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) უზრუნველყოს მართვის უფლებით გადაცემის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია