,,საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ“ ქ. თბილისში 2005 წლის 27 იანვარს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
111
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2005-02-28
გამოქვეყნების თარიღი
2005-02-28
სარეგისტრაციო კოდი
480.140.000.08.002.003
,,საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ“ ქ. თბილისში 2005 წლის 27 იანვარს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №111

2005 წლის 28 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ“ ქ. თბილისში 2005 წლის 27 იანვარს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

1. ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს ქ. თბილისში 2005 წლის 27 იანვარს ხელმოწერილი შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ“.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ს. ზურაბიშვილი):

ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერის შესახებ;

ბ) შეატყობინოს კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების თაობაზე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია