,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს ფუნქციონირების წესისა და რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
65
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-03-28
გამოქვეყნების თარიღი
2010-06-02
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.10.003.000.706
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს ფუნქციონირების წესისა და რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №65

2007 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს ფუნქციონირების წესისა და რეგლამენტის დამტკიცების შესახებ

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხ­ლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს ფუნქციონირების წესი და რეგლამენტი.

2. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს ფუნ­ქციონირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის №11 დადგენილება (სსმ III, 2005 წ., №10, მუხლი 104).

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                         ზ. ნოღაიდელი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 16 ივნისის დადგენილება №110-სსმ III, №74, 18.06.2009წ; მუხ.815

2. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 13 ნოემბრის დადგენილება №209-სსმ III, №141, 18.11.2009წ; მუხ.1630

3. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის დადგენილება №53-სსმ III, №23, 26.02.2010წ; მუხ.318

4. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 2 ივნისის დადგენილება №150-სსმ III, №63, 04.06.2010წ; მუხ.933

 

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს ფუნქციონირების წესი და რეგლამენტი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. აქტი შემუშავებულია სა­ქართველოს საგადასახადო კოდექსის 146-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 153-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 158-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს (შემდგომში – საბჭო) ფუნქცი­ონირების წესს, რეგლამენტსა და საქმიანობის სამართლებ­რივ საფუძვლებს.

2. საბჭოში საგადასახადო და საბაჟო დავების განხილვის მიზანია მხარეთა თანასწორუფლებიანობის საწყისებზე მისი სწრაფად და სამართლიანად გადაწყვეტა.

3. საბჭოში საგადასახადო და საბაჟო დავების განხილვა და გადაწყვეტა ხორციელდება საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კოდექსებით დადგენილი წესით.

4. საბჭო შეიმუშავებს თავისი ფუნქციონირების წესისა და რეგლამენტის და, შესაბამის შემთხვევებში, მასში ცვლილებებისა და დამატებების პროექტებს საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კოდექსების მიხედვით, რომელიც დამტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

5. საბჭო თავის მუშაობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელ­შეკრულებებით, საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კოდექსებით, ამ რეგლამენტით და სხვა სამართლებრივი აქტებით.

6. საბჭოს შესაძლებელია ჰქონდეს ბლანკი, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 16 ივნისის დადგენილება №110-სსმ III, №74, 18.06.2009წ; მუხ.815

    მუხლი 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების გასაჩივრება

1. გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს უფლება აქვს საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება (ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში), აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უარი, თუ მან ამ კოდექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში არ მიიღო ეს გადაწყვეტილება (ამ ვადის ამოწურ­ვიდან 5 კალენ-დარული დღის ვადაში), გაასაჩივროს:

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მეშვეობით საბჭოში და წარდგენილ საჩივარს უნდა დაურთოს ამავე სამსახურისათვის წარდგენილი ყველა მასალის ასლი და დამატებითი მტკიცებულებები, მათი არსებობის შემთხვევაში (ტექნიკური საშუალებით მომჩივნის ინტერესების დაცვისას დავის განმხილველ ორგანოს უნდა წარედგინოს მომჩივნის ან მისი უფლებამოსილი წარმო­მად­გენ­ლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან ელექტრონული ვერსია);

ბ) სასამართლოში (ასეთ შემთხვევაში მოპასუხეა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 147-ე ან 151-ე მუხლებში აღნიშნული საგადასახადო/საბაჟო ორგანო).

2. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გასაჩივრების ვადები შესაძლებელია აითვალოს განსხვავებული თარიღებიდან, უპირატესობა ენიჭება გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირისათვის გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღს, მიუხედავად იმისა, დროულად გააგზავნა თუ არა გადაწყვეტი­ლება შემოსავლების სამსახურმა.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ვალდებულია გადასახადის გადამხდე­ლის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის სა­ჩივარი შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებულ გადა­წყვეტილებაზე მისი მიღებიდან 3 კალენ­დარული დღის ვა­­და­­ში თანდართულ მასალებთან ერთად გაუგზა­ვნოს საბჭოს.

4. თუ გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში არ გაასაჩივრებს (მათ შორის, სასამართლოში):

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას – იგი აღიარებუ­ლად ჩაითვლება, აღსასრულებლად მიიქცევა და საქართვე­ლოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში გადაწყვეტილებაზე ვადის დაუცველად შეტანილი საჩივარი განუხილ­ველი რჩება;

ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავ­ლების სამსახურის უარს – საჩივარი გაუქმებულად ჩაით­ვლე­ბა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიიქცევა და საქართველოს ფინანსთა სამინიტროს სისტე­მაში უარის გამო ვადის დაუცველად შეტანილი საჩივარი განუხილველი დარჩება, ხოლო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე წყდება საქმისწარმოება დასაშვებობის მოთხოვნების დარღვევის გამო.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის დადგენილება №53-სსმ III, №23, 26.02.2010წ; მუხ.318

    მუხლი 3. საბჭო

1. საბჭოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრება 14 წევრით, საბჭოს შემადგენლობა დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2. საქართველოს პარლამენტის წევრები და დამოუკიდებელი ექსპერტები საბჭოს წევრის სტატუსით საბჭოში ნებაყოფლობით საწყისებზე მონაწილეობენ მხოლოდ სა­ქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

21. საბჭოს შემადგენლობაში მონაწილეობისათვის საბჭოს წევრებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაძლებელია მიეცეთ დანამატი, რომლის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეული, რომელიც შეასრულებს საბჭოს აპარატის ფუნქციას, და დავების განხილვის მომზადების შიდაუწყებრივი პროცედურები.

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 16 ივნისის დადგენილება №110-სსმ III, №74, 18.06.2009წ; მუხ.815

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 13 ნოემბრის დადგენილება №209-სსმ III, №141, 18.11.2009წ; მუხ.1630

    მუხლი 4. საბჭოს რეგლამენტი

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაზე საბჭოში შემოსული საჩივარი მისი მიღებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღეში თანდართულ მასალებთან ერთად წერილობითი მი­მართვით ეგზავნებათ საბჭოს წევრებს.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) წინასწარ განიხილავს საჩივარსა და თანდართულ მასალებს, ადგენს, აკმაყოფილებს თუ არა საჩივარი და თანდართული მასალები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 147-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებისა და 149-ე მუხლის (გარდა 149-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისა) მოთხოვნებს. მომჩივანს წერილობით მიეთითება ხარვეზების თაობაზე და მათი გამოსწო­რები­სათვის მიეცემა სულ ცოტა 5 კალენდარული დღე ხარ­ვეზების თაობაზე წერილის მიღებიდან. ამ პერიოდში დავის განხილვა შეჩერდება.

3. მომჩივანი უფლებამოსილია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და საბჭოს წარუდგინოს შესაბამისი მტკიცე­ბულებები, რომლებსაც წინასწარ იხილავს სამინისტრო.

4. საბჭოს უფლება აქვს გადასახადის გადამხდე­ლის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საჩივარი არ განიხილოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 146-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, რომლის შესახებ მომჩივანს წერილობით აცნობებს სამინისტრო.

5. საბჭოს სხდომა დახურულია.

6. მომჩივანი ან/და მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენელი უფლებამოსილია საბჭოს განუცხადოს თანხმობა საბჭოს გადაწყვეტილების საჯაროობის თაობაზე.

7. მომჩივანი ან/და მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენელი უფლებამოსილია საბჭოს განუცხადოს თანხმობა ამ წესის (რეგლამენტის) მე-5 მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული სადავო საკითხის განმეორებითი განხილვისა და შესწავლის უზრუნველსაყოფად მოსამართლის ბრძანების გარეშე გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ.

71. საბჭოში წარდგენილი საჩივრების განხილვა საქარ­თველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინე­ბუ­ლი ვადების დაცვით ხორციელდება ყოველ კვირას, 12:00 სა­ათიდან. გამონაკლის შემთხვევაში დასაშვებია დამატებითი სხდომის ჩატარება სხვა დღეს ან/და დროს, რაც განისაზღვ­რება საბჭოს თავმჯდომარის მიერ საკუთარი ინი­ცი­ატივით ან მისი მოადგილის წარდგინების საფუძველზე.

72. საბჭოს გეგმური სხდომების ორგანიზებასა და მხარეების საბჭოს სხდომაზე მოწვევას ახორციე-ლებს საბჭოს აპარატის უფროსი.

8. მომჩივანს ან მის კანონიერ წარმომადგენელს საბჭოს სხდომის გამართვის დრო და ადგილი ეცნობებათ არსებული ტექნიკური საშუალებებით (მათ შორის, ტელეფონით, ფაქსით, ელექტრონული ფოსტით და სხვ.), მათ აგრეთვე ეცნობებათ, რომ, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ საბჭოს სხდომაში მონაწილეობა მიიღონ ურთიერთობის ელექტრონული საშუა­ლე­ბის გამოყენებით. თუ ვერ ხერხდება მომჩივანთან ან მის წარმომადგენელთან დაკავშირება, დავა მათი მონაწილეობის გარეშე განიხილება. ტექნიკური საშუალებით მომჩივნის ინტე­რესების დისტანციურად დაცვის მოთხოვნის თაობაზე მომ­ჩივანი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი წინასწარ აცნო­ბებს დავის განმხილველ ორგანოს. დავის დისტან­ციურად წარმოებისას მომჩივანს ან მის უფლებამოსილ წარ­მო­მადგენელს ეცნობებათ საჩივრის განხილვაში დისტანციუ­რად მონაწილეობის მიღების საშუალების ადგილისა და დროის თაობაზე. დავის დისტანციურად განხილვაში მონა­წილეობის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძა­ნებით.

9. საბჭოს რეგლამენტი გამოიყენება აგრეთვე საქარ­თველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ დავების განხილვისას.

10. საბჭოს წევრი აფასებს მტკიცებულებებს შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.

11. საბჭოს წევრებს უფლება აქვთ, დავების განხილვის პროცესში აღმოჩენილი (გამოვლენილი) კანონდარღვევის შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი რეაგირების შესახებ რეკომენდაცია მიაწოდონ საქართველოს ფინანსთა მინისტრს.

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 16 ივნისის დადგენილება №110-სსმ III, №74, 18.06.2009წ; მუხ.815

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 13 ნოემბრის დადგენილება №209-სსმ III, №141, 18.11.2009წ; მუხ.1630

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის დადგენილება №53-სსმ III, №23, 26.02.2010წ; მუხ.318

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 2 ივნისის დადგენილება №150-სსმ III, №63, 04.06.2010წ; მუხ.933

    მუხლი 5. საბჭოს სხდომა

1. საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ან საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ საბჭოს წევრთაგან დანიშნული პირი.

2. საბჭოს სხდომას წარმართავს საბჭოს თავმჯდომარე.

3. საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება წევრთა უმრავლესობა.

4. საბჭოში დავა განიხილება მომჩივნის ან/და მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის (წარმომად­გენლების) უშუალო მონაწილეობით ან ურთიერთობის ელექ­ტრონული სა­შუალების გამოყენებით. განხილვისათვის და­ნიშნულ დროს მომჩივნის ან/და მისი კანონიერი ან უფლე­ბამოსილი წარ­მომადგენლის გამოუცხადებლობის ან ურთი­ერთობის ელექტ­რონული საშუალების გამოყენებით მო­ნა­წილეობის მიუღებ­ლობის შემთხვევაში დავა მის გარეშე გა­ნიხილება.

5. საბჭოში დავის განხილვისას მონაწილეობენ სა­ქართველოს საგადასახადო კოდექსის 147-ე ან 151-ე მუხლებში აღნიშნული საგადასახადო/საბაჟო ორგანოებისა და შემო­სავლების სამსახურის წარმომადგენლები, რომელთა ნუსხა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდი­ვიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. აღნიშ­ნულ პირებს შეუძლიათ, დავის განხილვაში მონაწილეობა მიიღონ ურთიერთობის ელექტრონული საშუალების გამოყე­ნებით. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, საბჭოს წინაშე წარდგეს შუამდგომლობით დავის განხილვის პრო­ცესში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 147-ე ან 151-ე მუხლებში აღნიშნული საგადასახადო/საბაჟო ორგანოების წარმომადგენელთა მონაწილეობის აუცილებლობის არარსე­ბობის შესახებ.

6. საგადასახადო და საბაჟო დავების განხილვისას საბჭოს სხდომაში არ შეიძლება მონაწილეობდეს საბჭოს წევრი, რომელიც:

ა) პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესე­ბულია მხარის საქმით;

ბ) საქმის მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია;

გ) მომჩივნის წარმომადგენელია;

დ) იყო ექსპერტი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით;

ე) შრომით ურთიერთობაშია საქმის მონაწილე მომჩივანთან;

ვ) თვითონ ან მისი ოჯახის წევრი ფლობს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს იმ საწარმოში, რომელიც წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს.

7. საბჭო დავას თავის სხდომაზე იხილავს საჩივრის მიღებიდან 20 კალენდარულ დღეში, თუ საქარ-თველოს საგადასახადო კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. აღნიშნულ ვადაში საბჭოს აპარატს უფლება აქვს გამართოს მოსამზადებელი სხდომა/სხდომები. საბჭოს აპარატის უფროსი უფლე-ბამოსილია თავისი შეხედულებისამებრ დანიშნოს მოსამზადებელი სხდომა. თუ საბჭო დაასკვნის, რომ სათანადოდ არ არის გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, იგი უფლებამოსილია გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომცემ საგადასახადო/საბაჟო ორგანოს დაავალოს განმეორებით განიხილოს და შეისწავლოს მხოლოდ სადავო საკითხი საბჭოს მიერ მითითებულ ვადაში, რომელიც არ შეიძლება იყოს 30 სამუშაო დღეზე მეტი. აღნიშნულ პერიოდში დავის განხილვა ჩერდება. ამ ვადის გაგრძელება შეიძლება სამჯერ, ვადის თითოეული გაგრძელებისას – არა უმეტეს 15 სამუშაო დღით.

8. თუ შემოსავლების სამსახურმა პროცედურების დარღვევის გამო საჩივარი არ განიხილა, ხოლო საბჭომ არ გაიზიარა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება, საჩივარი ნაწილობრივ კმაყოფილდება, უქმდება განუხილ­ველად დატოვების გადაწყვეტილება და საჩივარი განსახილველად უბრუნდება შემოსავლების სამსახურს.

9. ამ მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული სადავო საკითხის განმეორებითი განხილვისა და შესწავლის უზრუნველსაყოფად გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარება არ საჭიროებს მოსამართლის ბრძანებას, თუ გადამხდელი თანახმაა, რომ შემოწმება ჩატარდეს მოსამარ­თლის ბრძანების გარეშე. გადამხდელის ინფორმირებას განმეორებითი შემოწმების შესახებ უზრუნველყოფს საგადა­სახადო/საბაჟო ორგანო.

10. თუ განმეორებითი შესწავლის/განხილვის შედეგად გამოვლინდა ახალი გარემოება და დამატებით დასარიცხი თანხა, აღნიშნულ თანხაზე დარიცხვა განხორციელდება საგადასახადო და საბაჟო კოდექსით დადგენილი წესით და მასზე დაიწყება ცალკე საქმისწარმოება. საბჭო დავის განხილვას აგრძელებს მხოლოდ გასაჩივრებული დარიცხუ­ლი გადასახადების ფარგლებში.

11. თუ ხარვეზი აღმოჩნდება დავის განხილვის მიზნით გამართულ სხდომაზე და შესაძლებელია მისი დაუყოვნებ­ლივ გამოსწორება, საბჭოს თანხმობით ხარვეზი შეიძლება გამოსწორდეს სხდომაზე.

12. სამინისტრო ამოწმებს მომჩივნის წარმომადგენლების რწმუნებებს საქართველოს საგადასახადო კო­დექსის 43-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნების მიხედვით, ადგენს საბჭოზე მომჩივნის ინტერესების დაცვის შესახებ ამ რწმუნებების პირადობის მოწმობასთან შესაბამისობას.

13. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, საჭირო­ებისას საბჭოს სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნენ სპეციალისტები მხარეების ან საბჭოს ინიციატივით.

14. საბჭოს თავმჯდომარეს უფლება აქვს, წესრიგის დამრღვევს დაატოვებინოს საბჭოს სხდომა ან შეუწყვიტოს ურ­თი­ერ­თობის ელექტრონული საშუალების გამოყენებით მო­ნა­წილეობა.

15. საბჭოზე ინფორმაციას მიღებული საჩივრის შესახებ აკეთებს მომხსენებელი – სამინისტროს თანამშრომელი.

16. ინფორმაციის მოსმენის შემდეგ მომჩივანი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი საბჭოს სხდომაზე უშუა­ლოდ ან ურთიერთობის ელექტრონული საშუალების გამოყე­ნებით მოახსენებს იმ გარემოებებისა და მტკიცებულებების შესახებ, რომლებითაც იგი მოითხოვს საჩივრის დაკმაყო­ფილებას.

17. მომჩივნის მოხსენების შემდეგ შემოსავლების სამ­სახურის წარმომადგენლები საბჭოს სხდომაზე უშუალოდ ან ურთიერთობის ელექტრონული საშუალების გამოყენებით გა­მო­ხა­ტავენ თავის პოზიციას საჩივრის გამო ამ სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და მომჩივნის მიერ წარმოდგენილი სარ­ჩელის დაკმაყოფილების გარემოებებისა და მტკიცებულებების შესახებ.

18. შესაბამისი საგადასახადო და საბაჟო ორგანოების წარმომადგენლები საბჭოს სხდომაზე უშუალოდ ან ურ­თიერ­თო­ბის ელექტრონული საშუალების გამოყენებით გამოხატავენ თავიანთ პოზიციას საჩივრისა და მათ მიერ შედგენილი შემოწმების აქტის, მიღებული და გასაჩივრებული ,,საგა­და­სახადო მოთხოვნის“/წერილობითი გადაწყვეტილების ან სხვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის და მომჩივნის მიერ წარმოდგენილი გარემოებებისა და მტკიცებუ­ლებების მიმართ.

19. კითხვების დასმის უფლება აქვთ საბჭოს წევრებს.

20. მხარეებს შეუძლიათ ერთმანეთს დაუსვან კითხვე­ბი.

21. კითხვის მოხსნის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს.

22. საბჭოს მუშაობის აღნიშნული პროცედურების გა­ვლის შემდეგ იმართება კონფიდენციალური თათბირი გამოთქმულ მოსაზრებებზე საგადასა­ხადო და საბაჟო ორგანოების, მომჩივნისა და მისი უფლებამოსილი წარმომადგენლების მონაწილეობის გარეშე. თათბირზე დამსწრე პირებს უფლება არა აქვთ გაახმაურონ თათბირის დროს გამართული მსჯელობა.

23. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე­თა ხმების უმრავლესობით. დაუშვებელია ხმის მიცემისაგან თავის შეკავება.

24. როგორც წესი, საბჭოს გადაწყვეტილება ცხადდება თათბირის შემდეგ იმავე დღეს, თუმცა საბჭოს თავ­მჯდომარემ საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება არ გამოაცხადოს და საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ ეცნობოთ მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილ ვადაში.

25. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში საბჭოს აპარატის უფროსი უფლებამოსილია, ხელი მოაწეროს საბჭოს გადაწყვეტილებას.

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 16 ივნისის დადგენილება №110-სსმ III, №74, 18.06.2009წ; მუხ.815

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის დადგენილება №53-სსმ III, №23, 26.02.2010წ; მუხ.318

    მუხლი 6. საბჭოს გადაწყვეტილება

1. საბჭო უფლებამოსილია, დავის განხილვის საფუძველზე:

ა) დააკმაყოფილოს საჩივარი და გააუქმოს საქარ­თველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება;

ბ) ნაწილობრივ დააკმაყოფილოს საჩივარი და ნაწილობრივ გააუქმოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება;

გ) არ დააკმაყოფილოს საჩივარი.

2. საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება გამოიცეს პირ­ველი პუნქტის უფლებამოსილებების გაერთიანების საფუ­ძველზეც. საბჭოს გადაწყვეტილებაში აღნიშნული უნდა იყოს:

ა) მისი მიღების დრო და ადგილი, მიმღებ პირთა ვინაობა. მომჩივნის, საგადასახადო/საბაჟო ორგანოს დასახელება, რომლის გადაწყვეტილებაც იყო გასაჩივრებული, და დავის საგანი;

ბ) საბჭოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცე­ბულებანი, რომელთა საფუძველზეც მოხდა ამა თუ იმ მტკიცებულების უარყოფა, ნორმატიული აქტები და მათი ნორმები, რომლებითაც ხელმძღვანელობდა იგი;

გ) საბჭოს დასკვნა საჩივრის დაკმაყოფილების, ნაწილობრივ დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ;

დ) მისი გასაჩივრების ვადა და წესი.

3. საბჭოს წევრს (როგორც გადაწყვეტილების მომხრეს, ისე მოწინააღმდეგეს) უფლება აქვს, საბჭოს გადაწყვეტილებას დაურთოს განსხვავებული მოსაზრება.

4. საბჭო ვალდებულია, საბჭოს გადაწყვეტილება საბჭოს თავმჯდომარის ხელმოწერით, გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა, გაუგზავნოს ან პირადად ჩააბაროს მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს.

5. თუ საბჭო საჩივრის მიღებიდან 20 კალენდარულ დღეში არ მიიღებს გადაწყვეტილებას, ეს ნიშ-ნავს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარს.

6. სამინისტროს შეუძლია მომჩივნის, საგადასა­ხადო/საბაჟო ორგანოს, შემოსავლების სამსახურის ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს საბჭოს სხდომაზე.

    მუხლი 7. საბჭოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლა და გასაჩივრება

1. საბჭოს გადაწყვეტილება ძალაში შედის:

ა) მომჩივნის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღებიდან მე-10 კალენდარულ დღეს, თუ მან ამ ვადაში არ გაასაჩივრა იგი;

ბ) საბჭოს მიერ საჩივრის მიღებიდან 20-დღიანი ვადის ამოწურვის მე-10 კალენდარულ დღეს, თუ საბჭომ ამ ვადაში არ მიიღო გადაწყვეტილება და მომჩივანმა ამავე ვადაში არ გაასაჩივრა საბჭოს უარი.

2. გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა უფლებამოსილ პირს უფლება აქვს გაასაჩივროს საბ­ჭოს გადაწყვეტილება სასამართლოში პირველ პუნქტში მითითებულ ვადებში. ასეთ შემთხვევაში მოპასუხეა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 147-ე ან 151-ე მუხლებში აღნიშნული საგადასახადო/საბაჟო ორგანო.

    მუხლი 8. დასკვნითი დებულება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს ფუნქციონირების წესსა და რეგლამენტში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა და მისი გაუქმება ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე.

კრებსითი — სრული ვერსია