(ძალადაკარგულია - 02.02.2015, №33)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №11
2005 წლის 12 იანვარი
ქ. თბილისი
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეებს განესაზღვროთ და დაუდგინდეთ სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შემდეგი პირობები:
1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეები, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, სარგებლობენ სოციალურ-ეკონომიკური გარანტიების თანაბარი უფლებით.
2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე და მისი სოციალური დაცვის გარანტიას იძლევა სახელმწიფო.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური და მატერიალური უზრუნველყოფა მოიცავს:
ა) თანამდებობრივ სარგოს;
ბ) სარგოებს სპეციალური წოდებისათვის;
გ) (ამოღებულია);
დ) სასურსათო უზრუნველყოფის კომპენსაციას;
ე) ფორმის ტანსაცმლისა და სანივთე ქონებით უზრუნველყოფის კომპენსაციას;
ვ) დანამატებს ჯანმრთელობისათვის მავნე ან სხვა მძიმე პირობებში სამსახურისათვის;
ვ1 )დაკისრებული მოვალეობებიდან გამომდინარე ზეგანაკვეთური მუშაობის, განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის, საქმიანობის სპეციფიკის ან სირთულის გათვალისწინებით, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილების შესაბამისად დაწესებულ დანამატს;
ზ) (ამოღებულია);
თ) (ამოღებულია);
ი) თანხებს სამსახურებრივი მივლინებისათვის;
კ) სახელმწიფო ჯილდოების, ხარისხებისა და ორდენებისათვის დაწესებულ, აგრეთვე ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისათვის კანონმდებლობით დადგენილ შეღავათებს;
ლ) დახმარებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ჯანმრთელობის დაზიანების, დაინვალიდების ან დაღუპვის შემთხვევაში;
მ) საქართველოს კანონმდებლობით სამხედრო მოსამსახურისათვის გათვალისწინებულ სხვა სახის სოციალურ შეღავათებს.
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 11 აგვისტოს ბრძანებულება №633-სსმ III, №98, 12.08.2010წ; მუხ.1435
3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა (თანამშრომელთა) შემადგენლობა, სოციალური და მატერიალური უზრუნველყოფის თვალსაზრისით, განისაზღვროს ორ კატეგორიად:
ა) თანამშრომლები, რომლებიც ჩარიცხულნი არიან სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და მინიჭებული აქვთ შესაბამისი სპეციალური წოდებები – მოსამსახურეები, რომლებიც გადიან საკონტრაქტო, საკონტრაქტო-პროფესიულ და კადრის სამსახურს;
ბ) სამოქალაქო პირები – პირები, რომელთაც არ მიენიჭებათ სპეციალური წოდებები (დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე).
4. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამოქალაქო პირთა დანიშვნით მიღება შეიძლება განხორციელდეს განსაზღვრული ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებული ფულადი კმაყოფის ხარჯზე (ჩარიცხვის გარეშე), ხოლო სხვა სამოქალაქო პერსონალის მიღება – ხელშეკრულებით, შრომის ანაზღაურების ოდენობის ინდივიდუალურად განსაზღვრის პირობით.
5. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში დანიშვნით მიღებულ სამოქალაქო პირთა ყოველთვიური ფულადი ანაზღაურება განისაზღვროს იმ საშტატო ერთეულის (საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურისათვის) წლიური ფულადი ანაზღაურების ერთი მეთორმეტედით (ყველა სახის ფულადი კომპენსაციების გათვალისწინებით), რომლის ხარჯზეც არის დანიშნული.
შენიშვნა: ამ ბრძანებულების მიზნებისათვის –
ა) „ფულადი სარგო” გულისხმობს თანამდებობრივ და წოდებრივ სარგოთა ჯამს;
ბ) „ფულადი ანაზღაურება“, „ფულადი კმაყოფა“ გულისხმობს ყველა სახის სარგოს, დანამატსა და კომპენსაციას.
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658
6. შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულ სამოქალაქო პირთა ყოველთვიური შრომის ანაზღაურება არ უნდა იყოს იმ თანამშრომლის შრომის მინიმალური ანაზღაურების წლიური ოდენობის ერთ მეთორმეტედზე ნაკლები, რომელიც საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურს გადის ,,რიგითის“ სპეციალური წოდებით.
7. (ამოღებულია).
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658
8. (ამოღებულია).
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658
9. (ამოღებულია).
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658
10. (ამოღებულია).
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658
11. (ამოღებულია).
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658
12. შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ხარჯზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და სამაგალითო დისციპლინისათვის, სამსახურის უფროსის ბრძანებით შეიძლება მიეცეთ ფულადი პრემიები ამავე ბრძანებით განსაზღვრული ოდენობით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 სექტემბრის ბრძანებულება №722-სსმ III, №118, 16.09.2010წ; მუხ.1734
13. შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ხარჯზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს, სამსახურის უფროსის ბრძანებით შეიძლება გაეწიოთ ერთჯერადი მატერიალური დახმარება ერთი თვის ფულადი ანაზღაურების ოდენობით.
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658
14. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დავალების სანიმუშოდ შესრულებისათვის, შეიძლება მიეცეთ ფულადი ჯილდო, სამსახურის უფროსის ბრძანებით, არა უმეტეს ექვსი თვის ფულადი სარგოების ოდენობით.
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658
15. (ამოღებულია).
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658
16. (ამოღებულია).
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658
17. (ამოღებულია).
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658
18. (ამოღებულია).
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658
19. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს, ჯანმრთელობისათვის საშიში და მძიმე შრომის პირობებისათვის ეძლევათ ყოველთვიური დანამატი დადგენილი წესით.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს, რომელთაც უშუალო კონტაქტი აქვთ ჯანმრთელობისათვის მავნე პირობებთან (ქიმიური, რადიაციული პირობები; მომწამლავი, რადიაქტიული და სხვა მავნე ნივთიერებები) ეძლევათ ყოველთვიური დანამატი:
ა) საკონტრაქტო, საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურეებს – ფულადი სარგოების – 50%;
ბ) დანიშვნით მიღებულ სამოქალაქო პირებს – შესაბამისი საშტატო ერთეულისათვის (რომლის ხარჯზეცაა მიღებული) გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს – 50%;
გ) შრომითი ხელშეკრულებით მიღებულ სამოქალაქო პირებს – ხელშეკრულებით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების 50%.
აღნიშნული კატეგორიის პირთა თანამდებობების ნუსხას ამტკიცებს სამსახურის უფროსი.
20. კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის თანამშრომლებს, სამსახურის უფროსის ბრძანებით შეიძლება დაუწესდეთ დანამატები შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ხარჯზე. ყველა სახის დახმარება, კომპენსაცია, დანამატი, ჯილდო, პრემია და პენსია, რომელიც გამოითვლება ფულადი სარგოებიდან, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს უანგარიშდებათ ფულადი სარგოების ერთმაგი ოდენობიდან.
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658
20 1 . სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს ეძლევა ყოველთვიური დანამატი ფულადი სარგოს 100%-ის ოდენობით.
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 სექტემბრის ბრძანებულება №722-სსმ III, №118, 16.09.2010წ; მუხ.1734
21. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო, საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურეებს უნარჩუნდებათ ფულადი სარგოები ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად, არა უმეტეს ორი თვისა.
22. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს სამსახურიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, ავადმყოფობის გამო ან რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, აგრეთვე წელთა ნამსახურობის საფუძველზე დათხოვნისას, ეძლევათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ორი თვის ფულადი სარგოს ოდენობით, მისი დათხოვნის დღისათვის დაკავებული თანამდებობის მიხედვით.
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658
23. (ამოღებულია).
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658
24. (ამოღებულია).
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658
25. (ამოღებულია).
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658
26. (ამოღებულია).
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658
27. მოსამსახურეებს, რომლებიც სამსახურს გადიან სხვა სახელმწიფო უწყებებში ან სხვა ორგანიზაციებში, თანამდებობრივი სარგო განესაზღვრებათ ამ უწყებებსა და ორგანიზაციებში დადგენილი თანამდებობრივი სარგოს (განაკვეთის) ოდენობით, მაგრამ არანაკლებ ამ ბრძანებულების დანართი №1-ით დადგენილი ოდენობისა. თუ აღნიშნულ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში დაწესებული თანამდებობრივი სარგო ამ ბრძანებულების დანართი №1-ით შესაბამისი თანამდებობისთვის განსაზღვრულ თანამდებობრივ განაკვეთზე ნაკლებია, სხვაობას აანაზღაურებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.
აღნიშნულ მოსამსახურეებს წოდებრივი სარგოთი, დათხოვნასთან დაკავშირებული ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარებით (მხოლოდ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში დადგენილი თანამდებობრივი სარგოს და წინამდებარე ბრძანებულებით დადგენილი სხვა ფულადი სარგოების ოდენობის გათვალისწინებით), სასურსათო ულუფის სანაცვლოდ დაწესებული ფულადი კომპენსაციითა და ფორმის ტანსაცმლით ან შესაბამისი ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.
სხვა დანამატებს განსაზღვრავს და ფინანსურად შესაბამისად უზრუნველყოფს ის სახელმწიფო უწყება ან სხვა ორგანიზაცია, სადაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე გადის სამსახურს.
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658
28. (ამოღებულია).
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658
29. საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურეებს, სამსახურის გავლის ერთი დღე ჩაეთვალოთ ნამსახურობის დღე-ნახევრად (ფულადი ანაზღაურების გარეშე).
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658
30. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ცალკეულ დანაყოფებში, საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით შეიძლება დამატებით დადგინდეს სამსახურის გავლის სხვა განსაკუთრებული პირობები.
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658
31. (ამოღებულია).
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658
32. (ამოღებულია).
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658
33. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ საქართველოს ტერიტორიაზე უფასოდ იმგზავრონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით – ავტობუსით, ტროლეიბუსით, ტრამვაით, მეტროპოლიტენით და საგარეუბნო რკინიგზის ტრანსპორტით სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის აღნიშნული მიზნით გამოყოფილი ასიგნებებიდან.
34. საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურეები და მათთან მცხოვრები ოჯახის წევრები იხდიან ბინის ქირის, საქალაქო სატელეფონო ქსელში აბონენტად რეგისტრაციის და სააბონენტო გადასახადის (საერთაშორისო და საქალაქთაშორისო საუბრების გარდა), ბუნებრივი აირის, წყლის, საბინაო-საყოფაცხოვრებო მომსახურების და სხვა კომუნალური მომსახურების ღირებულების 50%-ს, ხოლო დანარჩენი 50% ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის აღნიშნული მიზნით გამოყოფილი ასიგნებებიდან.
შენიშვნა: სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ბინის ქირის 50%-ს ანაზღაურებს, თუ მოსამსახურეს, სამსახურებრივი მოვალეობებიდან გამომდინარე, უწევს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა და ძირითად სამუშაო ადგილზე არ აქვს საცხოვრებელი ფართობი.
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 17 თებერვლის ბრძანებულება №85 – ვებგვერდი, 18.02.2011წ.
35. საკონტრაქტო, საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურეებს, აგრეთვე სამოქალაქო პირებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაინვალიდების ან ტრავმის მიღების შემთხვევაში, ეძლევათ ერთჯერადი დახმარება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658
36. (ამოღებულია).
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658
37. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, საკონტრაქტო, საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურის, აგრეთვე სამოქალაქო პირის დაღუპვის ან მიღებული ტრავმის შედეგად გამოწვეული ავადმყოფობით გარდაცვალების შემთხვევაში, მის ოჯახს მიეცემა ერთჯერადი დახმარება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ნეშტის გადასვენებასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658
38. (ამოღებულია).
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658
39. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური თანამშრომლებს უზრუნველყოფს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევით სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებლივი აქტით განსაზღვრული წესით. ზარალს, რომელიც მიადგა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სრულად აანაზღაურებს სამსახური.
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება №803-სსმ III, №127, 04.10.2010წ; მუხ.1844
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 18 მარტის ბრძანებულება №152 –ვებგვერდი, 18.03.2011წ.
40. დაზღვეული მოსამსახურის დაღუპვის, გარდაცვალების, დაინვალიდების ან დაჭრის შემთხვევაში გაიცემა სადაზღვევო თანხა, რომლის გაცემის წესსა და ოდენობას განსაზღვრავს შესაბამისი კანონმდებლობა.
41. დამტკიცდეს თანდართული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრის, საკონტრაქტო-პროფესიული და გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების ნუსხა სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების მიხედვით (დანართი №1).
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება №583 –ვებგვერდი, 04.10.2011წ.
42. დამტკიცდეს თანდართული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო სამსახურში მოკლევადიანი კონტრაქტის საფუძველზე ჩარიცხულ მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ნუსხა ( დანართი № 2).
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება №583 –ვებგვერდი, 04.10.2011წ.
43. დამტკიცდეს თანდართული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრის, საკონტრაქტო-პროფესიული და გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეთა სარგოების ნუსხა სპეციალური წოდებისათვის ( დანართი № 3) .
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება №583 –ვებგვერდი, 04.10.2011წ.
44. (ამოღებულია).
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება №803-სსმ III, №127, 04.10.2010წ; მუხ.1844
45. დამტკიცდეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფის საორიენტაციო ნორმები (დანართი №4).
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება №803-სსმ III, №127, 04.10.2010წ; მუხ.1844
46. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა სასურსათო ულუფის საკომპენსაციო თანხა განისაზღვროს თვეში 70 ლარით.
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 17 იანვრის ბრძანებულება №15-სსმ III, №10, 23.01.2008წ; მუხ.116
47. (ამოღებულია).
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება №803-სსმ III, №127, 04.10.2010წ; მუხ.1844
48. სასურსათო ულუფის ფულადი კომპენსაცია გაიცემა მიმდინარე თვის შრომის ანაზღაურებასთან ერთად.
49. საყაზარმე პირობებში კვებით უზრუნველყოფის შემთხვევაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს სასურსათო ულუფის კომპენსაციიდან დაექვითებათ თანხა საყაზარმე პირობებში კვებით უზრუნველყოფის დღეების შესაბამისად. კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო ხარჯები განისაზღვრება კვებით უზრუნველყოფის საორიენტაციო ნორმების გათვალისწინებით.
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 11 აგვისტოს ბრძანებულება №633-სსმ III, №98, 12.08.2010წ; მუხ.1435
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება №803-სსმ III, №127, 04.10.2010წ; მუხ.1844
50. კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები სარგებლობენ ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების უფლებით, რომლის ხანგრძლივობა განისაზღვრება 30 კალენდარული დღით.
მოსამსახურეებს აქვთ შვებულების ნაწილ-ნაწილ (არა უმეტეს ორისა) გამოყენების უფლება. შვებულებაში გასვლის თანმიმდევრობა შეიძლება განისაზღვროს სამსახურის უფროსის ან მისგან უფლებამოსილ პირთა მიერ დამტკიცებული განრიგით.
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658
51. (ამოღებულია).
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658
52. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლითა და სხვა სანივთე ქონებით უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული სახეობებისა და სეზონურობის გათვალისწინებით, განხორციელდეს სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული მოხმარების ( სარგებლობის ) პერიოდულობის მიხედვით. კადრის, საკონტრაქტო-პროფესიული და გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეს, რომელიც, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, არ მოიხმარს სპეციალური ფორმის ტანსაცმელს , ეძლევა საკომპენსაციო თანხა წელიწადში 500 ლარის ოდენობით , რომელიც გაიცემა ყოველკვარტალურად, წლიური საკომპენსაციო თანხის ერთი მეოთხედის ოდენობით . ფორმის ტანსაცმლისა და სანივთე ქონებით უზრუნველყოფის კომპენსაცია არ ეძლევათ მოკლევადიანი კონტრაქტის საფუძველზე საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეებს .
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 11 აგვისტოს ბრძანებულება №633-სსმ III, №98, 12.08.2010წ; მუხ.1435
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 26 ივლისის ბრძანებულება №406 –ვებგვერდი, 27.07.2011წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება №583 –ვებგვერდი, 04.10.2011წ.
53. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 5 სექტემბრის № 633-40 „საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უშიშროების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების, სამთავრობო დაცვის სამსახურის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მუშაკთა შრომის ანაზღაურების პირობების შესახებ“ დადგენილება საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ნაწილში.
54. წინამდებარე ბრძანებულებით გათვალისწინებული ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
55. (ამოღებულია).
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658
56. ბრძანებულების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა გამოსცეს ბრძანებები:
ა) (ამოღებულია);
ბ) „ჯანმრთელობისათვის მავნე პირობებში მომუშავე მოსამსახურეთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ“;
გ) (ამოღებულია);
დ) „მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლითა და სხვა სანივთე ქონებით უზრუნველყოფისა და მოხმარების (სარგებლობის) პერიოდულობის განსაზღვრის შესახებ“
დ1) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლების კვებით უზრუნველყოფის შესახებ.
ე) (ამოღებულია).
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება №803-სსმ III, №127, 04.10.2010წ; მუხ.1844
57. ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული ფულადი ანაზღაურებების გაცემა განხორციელდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658
მ. სააკაშვილი
დანართი № 1
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრის, საკონტრაქტო-პროფესიული და გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების ნუსხა სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების მიხედვით
|
სამსახურის უფროსი |
3 540 |
|
სამსახურის უფროსის მოადგილე |
2 720 |
|
სამსახურის უფროსის მოადგილე - სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსი |
2 720 |
|
სამსახურის უფროსის კონსულტანტი |
2 500 |
|
სამსახურის უფროსის თანაშემწე |
950 |
|
მთავარი სპეციალისტი |
950 |
|
საქართველოს პრეზიდენტის დაცვის მთავარი სამმართველო |
|
|
მთავარი სამმართველოს უფროსი |
2 500 |
|
მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე |
2 250 |
|
განყოფილების უფროსი |
2 100 |
|
განყოფილების უფროსის მოადგილე |
2 050 |
|
ცვლის უფროსი |
2 000 |
|
დაცვის უფროსი ოფიცერი |
1 800 |
|
დაცვის ოფიცერი |
1 6 00 |
|
მძღოლი ოფიცერი |
1 500 |
|
მძღოლი |
1 100 |
|
უფროსი სპეციალისტი |
9 00 |
|
დამხმარე მოსამსახურე |
500 |
|
პირადი დაცვის დეპარტამენტი |
|
|
დეპარტამენტის უფროსი |
2 4 00 |
|
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე |
2 1 00 |
|
სამმართველოს უფროსი (პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის დაცვის) |
1 900 |
|
სამმართველოს უფროსის მოადგილე (პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის დაცვის) |
1 800 |
|
განყოფილების უფროსი (პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის დაცვის) |
1 700 |
|
განყოფილების უფროსის მოადგილე (პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის დაცვის) |
1 600 |
|
ქვეგანყოფილების უფროსი (პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის დაცვის) |
1 550 |
|
დაცვის უფროსი ოფიცერი (პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის დაცვის) |
1 500 |
|
დაცვის ოფიცერი (პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის დაცვის) |
1 300 |
|
მძღოლი ოფიცერი (პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის დაცვის) |
1 050 |
|
უფროსი ოპერატიული თანამშრომელი (პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის დაცვის) |
1 2 50 |
|
ოპერატიული თანამშრომელი (პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის დაცვის) |
1 20 0 |
|
სამმართველოს უფროსი |
1 9 00 |
|
სამმართველოს უფროსის მოადგილე |
1 6 00 |
|
განყოფილების უფროსი |
1 4 00 |
|
განყოფილების უფროსის მოადგილე |
1 350 |
|
ქვეგანყოფილების უფროსი |
1 300 |
|
დაცვის უფროსი ოფიცერი |
1 250 |
|
დაცვის ოფიცერი |
1 20 0 |
|
მძღოლი ოფიცერი |
1 0 00 |
|
უფროსი სპეციალისტი |
800 |
|
სპეციალისტი |
750 |
|
უფროსი ოპერატიული თანამშრომელი |
1 2 50 |
|
ოპერატიული თანამშრომელი |
1 20 0 |
|
სპეციალური დანიშნულების მთავარი ს ამმართველო |
|
|
მთავარი სამმართველოს უფროსი |
2 4 5 0 |
|
მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე |
2 2 5 0 |
|
სამმართველოს უფროსი |
2 1 00 |
|
განყოფილების უფროსი |
1 9 00 |
|
ჯგუფის უფროსი |
1 75 0 |
|
წამყვანი სპეციალისტი |
1 000 |
|
უფროსი სპეციალისტი |
9 00 |
|
სპეციალისტი |
8 50 |
|
მოიერიშე სნაიპერი |
1 65 0 |
|
უფროსი მებრძოლი ოფიცერი |
1 6 50 |
|
მებრძოლი ოფიცერი |
1 6 00 |
|
უფროსი ოფიცერი |
1 5 00 |
|
პასუხისმგებელი მორიგე |
800 |
|
ოპერატიული დეპარტამენტი |
|
|
დეპარტამენტის უფროსი |
2 400 |
|
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე |
2 100 |
|
სამმართველოს უფროსი |
1 900 |
|
სამმართველოს უფროსის მოადგილე |
1 600 |
|
განყოფილების უფროსი |
1 400 |
|
განყოფილების უფროსის მოადგილე |
1 350 |
|
ქვეგანყოფილების უფროსი |
1 300 |
|
უფროსი სპეციალისტი |
800 |
|
სპეციალისტი |
750 |
|
უფროსი ოპერატიული თანამშრომელი |
1 250 |
|
ოპერატიული თანამშრომელი |
1 200 |
|
ოპერატიულ - ტექნიკური დეპარტამენტი |
|
|
დეპარტამენტის უფროსი |
2 400 |
|
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე |
2 100 |
|
სამმართველოს უფროსი |
1 900 |
|
სამმართველოს უფროსის მოადგილე |
1 600 |
|
განყოფილების უფროსი |
1 400 |
|
განყოფილების უფროსის მოადგილე |
1 350 |
|
მძღოლი ოფიცერი |
900 |
|
უფროსი სპეციალისტი |
800 |
|
სპეციალისტი |
750 |
|
კავშირის უფროსი ოფიცერი |
1 150 |
|
კავშირის ოფიცერი |
1 050 |
|
უფროსი ოპერატიული თანამშრომელი |
1 250 |
|
ოპერატიული თანამშრომელი |
1 200 |
|
დამთვალიერებელი |
1 000 |
|
ვეტერინარი |
900 |
|
გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი) |
|
|
გენერალური ინსპექციის უფროსი |
2 4 00 |
|
გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე |
2 000 |
|
სამმართველოს უფროსი |
1 9 00 |
|
განყოფილების უფროსი |
1 4 00 |
|
განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი |
1 4 00 |
|
უფროსი ინსპექტორი |
1 300 |
|
ინსპექტორი |
1 200 |
|
წამყვანი სპეციალისტი |
1 000 |
|
უფროსი სპეციალისტი |
9 00 |
|
სპეციალისტი |
850 |
|
ეკონომიკური დეპარტამენტი |
|
|
დეპარტამენტის უფროსი |
2 300 |
|
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე |
2 000 |
|
სამმართველოს უფროსი |
1 800 |
|
სამმართველოს უფროსი - მთავარი ბუღალტერი |
1 800 |
|
სამმართველოს უფროსის მოადგილე |
1 500 |
|
უფროსი ინსპექტორი |
1 000 |
|
ინსპექტორი |
900 |
|
მძღოლი |
680 |
|
უფროსი ბუღალტერი |
1 100 |
|
ბუღალტერი |
1 000 |
|
ბუღალტერ-მოლარე |
1 000 |
|
მთავარი სპეციალისტი |
1 100 |
|
წამყვანი სპეციალისტი |
1 050 |
|
უფროსი სპეციალისტი (ფინანსების) |
1 050 |
|
უფროსი სპეციალისტი (შესყიდვების) |
1 050 |
|
უფროსი სპეციალისტი |
1 000 |
|
სპეციალისტი |
900 |
|
უფროსი ავტოინჟინერი |
900 |
|
ავტოინჟინერი |
800 |
|
საწვავ-საცხები მასალების გამმართველი |
800 |
|
საწყობის გამგე |
700 |
|
ტექნიკური მოსამსახურე |
700 |
|
მთავარი კომენდანტი |
1 000 |
|
უფროსი კომენდანტი |
800 |
|
კომენდანტი |
600 |
|
უფროსი მზარეული |
500 |
|
დამხმარე მოსამსახურე |
300 |
|
სამსახურის ადმინისტრაცია ( დეპარტამენტი ) |
|
|
ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე - სასწავლო ცენტრის უფროსი |
2 100 |
|
ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე |
2 100 |
|
სამმართველოს უფროსი |
1 900 |
|
განყოფილების უფროსი |
1 300 |
|
ცვლის უფროსი |
1 100 |
|
მთავარი სპეციალისტი |
1 050 |
|
წამყვანი სპეციალისტი |
970 |
|
პასუხისმგებელი მორიგე |
1050 |
|
უფროსი ოპერატიული თანამშრომელი |
1 050 |
|
ოპერატიული თანამშრომელი |
1 000 |
|
სასწავლო ცენტრის უფროსის მოადგილე |
1 470 |
|
უფროსი ინსტრუქტორი |
1 200 |
|
ინსტრუქტორი |
1 100 |
|
არქივის უფროსი |
1 100 |
|
უფროსი რეფერენტი |
1 050 |
|
ოპერატიული მორიგე |
1 000 |
|
მთავარი იურისტი |
1 200 |
|
უფროსი იურისტი |
1 100 |
|
კომენდანტი |
600 |
|
ფსიქოლოგი |
600 |
|
ადმინისტრაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვის დეპარტამენტი |
|
|
დეპარტამენტის უფროსი |
2 300 |
|
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე |
2 000 |
|
სამმართველოს უფროსი |
1 800 |
|
სამმართველოს უფროსი ს მოადგილე |
1 5 00 |
|
განყოფილების უფროსი (აეროპორტის სამთავრობო ტერმინალის) |
1 3 00 |
|
განყოფილების უფროსი |
1 200 |
|
განყოფილების უფროსის მოადგილე |
1 150 |
|
ჯგუფის უფროსი |
1 120 |
|
ცვლის უფროსი |
1 100 |
|
დაცვის უფროსი ოფიცერი |
800 |
|
დაცვის ოფიცერი |
750 |
|
წამყვანი სპეციალისტი |
850 |
|
უფროსი სპეციალისტი |
800 |
|
სპეციალისტი |
750 |
|
უფროსი ოფიცერი |
800 |
|
ოფიცერი |
750 |
|
ოპერატორი |
550 |
|
საშვთა ბიუროს ინსპექტორი |
450 |
|
დაცვის თანამშრომელი |
500 |
|
ადმინისტრატორი |
855 |
|
მორიგე-ოპერატორი |
810 |
|
ექსპედიტორი |
700 |
|
ელექტრომექანიკოსი |
655 |
|
სპეციალური დანიშნულების ავტოკოლონის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო |
|
|
მთავარი სამმართველოს უფროსი |
2 100 |
|
მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე |
1 900 |
|
სამმართველოს უფროსი |
1 500 |
|
განყოფილების უფროსი |
1 200 |
|
უფროსი სპეციალისტი |
800 |
|
უფროსი ოფიცერი |
1 100 |
|
ოფიცერი |
1 000 |
|
დაცვის თანამშრომელი |
500 |
|
სამედიცინო მთავარი სამმართველო |
|
|
მთავარი სამმართველოს უფროსი |
2 100 |
|
მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე |
1 900 |
|
სამმართველოს უფროსი |
1 500 |
|
სამმართველოს უფროსის მოადგილე |
1 300 |
|
განყოფილების უფროსი |
1 200 |
|
სპეციალისტი |
550 |
|
ქირურგი |
500 |
|
თერაპევტი |
500 |
|
ნევროპათოლოგი |
500 |
|
ოკულისტი |
500 |
|
ოტოლარინგოლოგი |
500 |
|
დერმატოლოგი |
500 |
|
ფსიქიატრი |
500 |
|
ფსიქოლოგი |
500 |
|
მორიგე თერაპევტი |
600 |
|
მორიგე ექიმი |
600 |
|
მედდა |
340 |
|
სანიტარიული ინსპექტორი |
750 |
|
ეპიდემიოლოგი |
750 |
|
ბაქტერიოლოგი |
750 |
|
ბიოქიმიკოსი |
750 |
|
ქიმიკოსი |
750 |
|
ინჟინერი |
750 |
|
ლაბორანტი |
350 |
|
სანიტარი |
285 |
|
რეანიმატოლოგი |
1 100 |
|
კადრების მთავარი სამმართველო |
|
|
მთავარი სამმართველოს უფროსი |
2 100 |
|
მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე |
1 900 |
|
სამმართველოს უფროსი |
1 800 |
|
სამმართველოს უფროსის მოადგილე |
1 500 |
|
განყოფილების უფროსი |
1 300 |
|
განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი |
1 250 |
|
უფროსი ინსპექტორი |
1 100 |
|
ინსპექტორი |
1 000 |
|
წამყვანი სპეციალისტი |
850 |
|
უფროსი სპეციალისტი |
800 |
|
სპეციალისტი |
750 |
|
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველო |
|
|
მთავარი სამმართველოს უფროსი |
2 100 |
|
მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე |
1 900 |
|
განყოფილების უფროსი |
1 200 |
|
განყოფილების
უფროსი
|
1 350 |
|
განყოფილების უფროსის მოადგილე |
1 1 00 |
|
ქვეგანყოფილების უფროსი |
1 050 |
|
აპარატის უფროსი |
1 500 |
|
აპარატის უფროსის მოადგილე |
1 300 |
|
ჯგუფის უფროსი ( სპეციალური დანიშნულების ) |
1 200 |
|
ჯგუფის უფროსი |
850 |
|
ცვლის უფროსი |
850 |
|
დაცვის უფროსი ოფიცერი |
800 |
|
დაცვის ოფიცერი |
750 |
|
მძღოლი ოფიცერი |
750 |
|
უფროსი სპეციალისტი |
800 |
|
სპეციალისტი |
750 |
|
მებრძოლი ოფიცერი |
1 100 |
|
პასუხისმგებელი მორიგე |
770 |
|
უფროსი ოპერატიული თანამშრომელი |
1 000 |
|
ოპერატიული მორიგე |
730 |
|
საშვთა ბიუროს ინსპექტორი |
450 |
|
დაცვის თანამშრომელი |
500 |
|
კომენ დ ანტი |
600 |
|
მძღოლი |
680 |
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველო |
|
|
მთავარი სამმართველოს უფროსი |
2 100 |
|
მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე |
1 900 |
|
სამმართველოს უფროსი |
1 500 |
|
სამმართველოს უფროსის მოადგილე |
1 300 |
|
განყოფილების უფროსი |
1 200 |
|
ჯგუფის უფროსი |
850 |
|
ჯგუფის უფროსი ( ოპერატიულ - ტექნიკური ) |
1 050 |
|
კავშირის უფროსი ოფიცერი |
750 |
|
უფროსი ტექნიკოსი |
700 |
|
უფროსი ოპერატიული თანამშრომელი |
1 000 |
|
ოპერატიული თანამშრომელი |
900 |
|
დაცვის უფროსი ოფიცერი |
800 |
|
დაცვის ოფიცერი |
750 |
|
დამთვალიერებელი |
500 |
|
ვეტერინარი |
500 |
|
უფროსი სპეციალისტი |
800 |
|
სპეციალისტი |
750 |
|
დასავლეთ საქართველოს მთავარი სამმართველო |
|
|
მთავარი სამმართველოს უფროსი |
2 100 |
|
მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე |
1 900 |
|
სამმართველოს უფროსი |
1 500 |
|
სამმართველოს უფროსის მოადგილე |
1 300 |
|
სამმართველოს უფროსი (სპეციალური დანიშნულების) |
1 600 |
|
განყოფილების უფროსი (სპეციალური დანიშნულების) |
1 350 |
|
განყოფილების უფროსი |
1 200 |
|
განყოფილების უფროსის მოადგილე |
1 100 |
|
აპარატის უფროსი |
1 500 |
|
აპარატის უფროსის მოადგილე |
1 300 |
|
ჯგუფის უფროსი (სპეციალური დანიშნულების) |
1 200 |
|
ჯგუფის უფროსი |
850 |
|
ჯგუფის უფროსი (ოპერატიულ-ტექნიკური) |
1 050 |
|
ცვლის უფროსი |
850 |
|
დაცვის უფროსი ოფიცერი |
800 |
|
დაცვის ოფიცერი |
750 |
|
წამყვანი სპეციალისტი |
850 |
|
უფროსი სპეციალისტი |
800 |
|
სპეციალისტი |
750 |
|
მებრძოლი ოფიცერი |
1 100 |
|
უფროსი ოფიცერი (სპეციალური დანიშნულების) |
1 170 |
|
უფროსი ოფიცერი |
800 |
|
პასუხისმგებელი მორიგე |
770 |
|
კავშირის უფროსი ოფიცერი |
750 |
|
უფროსი ტექნიკოსი |
700 |
|
უფროსი ოპერატიული თანამშრომელი |
1 000 |
|
ოპერატიული თანამშრომელი |
900 |
|
რეფერენტი |
500 |
|
ოპერატიული მორიგე |
730 |
|
უფროსი იურისტი |
800 |
|
საშვთა ბიუროს ინსპექტორი |
450 |
|
დაცვის თანამშრომელი |
500 |
|
დამთვალიერებელი |
500 |
|
თერაპევტი |
500 |
|
სანიტარიული ინსპექტორი |
700 |
|
ვეტერინარი |
500 |
|
საწყობის გამგე |
700 |
|
კომენდანტი |
600 |
შენიშვნა: მოსამსახურეს, რომელიც „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის „გ” ქვეპუნქტით დადგენილი წესით სამსახურს გადის სხვა შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებაში, თანამდებობრივი სარგო განესაზღვროს 1200 ლარით.
საქართველოს პრეზიდენტის 200 6 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19 .0 4 .2006 წ; მუხ.658
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 17 იანვრის ბრძანებულება №15-სსმ III, №10, 23.01.2008წ; მუხ.116
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 23 დეკემბრის ბრძანებულება №614-სსმ III, №182, 23.12.2008წ; მუხ.1851
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება №803-სსმ III, №127, 04.10.2010წ; მუხ.1844
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 22 ნოემბრის ბრძანებულება №963-სსმ III, №156, 30.11.2010წ; მუხ.2209
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანებულება №1093-სსმ III,№172, 31.12.2010წ;მუხ.2526
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 17 იანვრის ბრძანებულება №26-ვებგვერდი,18.01.2011წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება №583 –ვებგვერდი, 04.10.2011წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 14 ნოემბრის ბრძანებულება №722 - ვებგვერდი, 14.11.2011წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 9 იანვრის ბრძანებულება №19 - ვებგვერდი, 10.01.2012წ.
საქართველოს პრეზიდენტის 201 2 წლის 29 თებერვლის ბრძანებულება № 150 - ვებგვერდი, 29 . 0 2.201 2 წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 ოქტომბრის ბრძანებულება №957 - ვებგვერდი, 17.10.2012წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 22 ოქტომბრის ბრძანებულება №966 - ვებგვერდი, 22.10.2012წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 31 ოქტომბრის ბრძანებულება №995 - ვებგვერდი, 31.10.2012წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 31 ოქტომბრის ბრძანებულება №1004 - ვებგვერდი, 31.10.2012წ.
დანართი №2
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო სამსახურში მოკლევადიანი კონტრაქტის საფუძველზე ჩარიცხულ მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ნუსხა
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება №583 –ვებგვერდი, 04.10.2011წ.
|
№ |
საშტატო წოდებრივი კატეგორია (სპეციალური წოდების გათვალისწინებით) |
ფულადი სარგოს ოდენობა (ლარობით) |
|
1. |
დაცვის თანამშრომელი (სახ/დაცვის უფრ/სერჟანტი) |
65 |
|
2. |
დაცვის თანამშრომელი (სახ/დაცვის სერჟანტი) |
60 |
|
3. |
დაცვის თანამშრომელი (სახ/დაცვის უმცრ/სერჟანტი) |
55 |
|
4. |
დაცვის თანამშრომელი (სახ/დაცვის რიგითი) |
50. |
შენიშვნა: თუ საკონტრაქტო სამსახურში მყოფი მოსამსახურე დაინიშნება სხვა შესაბამის უმცროს თანამდებობაზე (გარდა დაცვის თანამშრომლისა) თანამდებობრივი სარგო განესაზღვრება დანართი №2-ის თანრიგების მიხედვით, ამ მოსამსახურისათვის მინიჭებული სპეციალური წოდების გათვალისწინებით.
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 17 იანვრის ბრძანებულება №15-სსმ III, №10, 23.01.2008წ; მუხ.116
დანართი №3
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრის, საკონტრაქტო-პროფესიული და გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეთა სარგოების ნუსხა სპეციალური წოდებისათვის
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება №583 –ვებგვერდი, 04.10.2011წ.
|
|
სპეციალური წოდება |
სარგოს ოდენობა(ლარობით) |
|
1. |
სახელმწიფო დაცვის გენერალ-პოლკოვნიკი |
150 |
|
2. |
სახელმწიფო დაცვის გენერალ-ლეიტენანტი |
130 |
|
3. |
სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორი |
120 |
|
4. |
სახელმწიფო დაცვის პოლკოვნიკი |
90 |
|
5. |
სახელმწიფო დაცვის ვიცე-პოლკოვნიკი |
75 |
|
6. |
სახელმწიფო დაცვის მაიორი |
65 |
|
7. |
სახელმწიფო დაცვის კაპიტანი |
50 |
|
8. |
სახელმწიფო დაცვის უფროსი ლეიტენანტი |
45 |
|
9. |
სახელმწიფო დაცვის ლეიტენანტი |
40 |
|
10. |
სახელმწიფო დაცვის უმცროსი ლეიტენანტი |
30 |
|
11. |
სახელმწიფო დაცვის ზემდეგი |
25 |
|
12. |
სახელმწიფო დაცვის უფროსი სერჟანტი |
20 |
|
13. |
სახელმწიფო დაცვის სერჟანტი |
15 |
|
14. |
სახელმწიფო დაცვის უმცროსი სერჟანტი |
14 |
|
15. |
სახელმწიფო დაცვის რიგითი |
12 |
შენიშვნა: სპეციალური წოდებისათვის დაწესებული სარგოები არ ეძლევათ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო სამსახურში მოკლევადიანი კონტრაქტის საფუძველზე ჩარიცხულ მოსამსახურეებს.
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 17 იანვრის ბრძანებულება №15-სსმ III, №10, 23.01.2008წ; მუხ.116
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 23 დეკემბრის ბრძანებულება №614-სსმ III, №182, 23.12.2008წ; მუხ.1851
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება №583 –ვებგვერდი, 04.10.2011წ.
დანართი № 4
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფის საორიენტაციო ნორმები:
1. მორიგე განწესში და საყაზარმე პირობებში (საქვაბე კმაყოფაზე ყოფნის პირობებში) თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფის სასურსათო იჯრა:
|
დასახელება |
ბრუტო |
სასარგებლო საკვების ბრუტო წონა გადანაყრების შემდეგ (თერმულ დამუშავებამდე) |
|
პური (თეთრი) |
700 გ |
700 გ |
|
ფუნთუშა (I ხარისხის ფქვილი) |
100 გ |
100 გ |
|
ხორბლის ფქვილი |
10 გ |
10 გ |
|
ბრინჯი |
62 გ |
60 გ |
|
მაკარონი |
60 გ |
60 გ |
|
ბარდა |
84 გ |
80 გ |
|
წიწიბურა |
86 გ |
80 გ |
|
მანანის ბურღული |
40 გ |
40 გ |
|
ვერმიშელი |
60 გ |
60 გ |
|
შვრიის ფანტელი (ჰერკულესი) |
80 გ |
80 გ |
|
ხორცი (საქონლის) – I კატეგორიის – II კატეგორიის |
230 გ 250 გ |
170 გ |
|
ხორცი (ღორის) – I ხარისხის – II ხარისხის |
212 გ 267 გ |
170 გ |
|
ხორცი (ფრინველის) |
243 გ |
170 გ |
|
სოსისი |
122 გ |
110 გ |
|
თევზი (გაყინული) – უთავო – თავიანი |
115 გ 140 გ |
100 გ |
|
საქონლის ხორცის კონსერვი |
170 გ |
170 გ |
|
შესქელებული რძე |
20 გ |
2 0 გ |
|
არაჟანი |
10 0 გ |
10 0 გ |
|
ხაჭო |
6 0 გ |
6 0 გ |
|
მაწონი |
10 0 გ |
10 0 გ |
|
ყველი |
54 გ |
50 გ |
|
კვერცხი |
3 ცალი |
3 ცალი |
|
კარაქი |
40 გ |
40 გ |
|
ერბო |
30 გ |
30 გ |
|
მარგარინი |
10 გ |
10 გ |
|
მაიონეზი |
55 გ |
55 გ |
|
ზეთი |
20 გ |
20 გ |
|
ტომატ-პასტა |
25 გ |
25 გ |
|
ძმარი |
3 გ |
3 გ |
|
მარილი |
20 გ |
20 გ |
|
შაქარი |
9 0 გ |
9 0 გ |
|
ჩაი |
2 გ |
2 გ |
|
კაკაო |
4 გ |
4 გ |
|
ლობიო |
84 გ |
80 გ |
|
კარტოფილი |
400 გ |
320 გ |
|
ხახვი |
55 გ |
50 გ |
|
კომბოსტო |
1 50 გ |
1 2 0 გ |
|
ჭარხალი |
24 გ |
20 გ |
|
სტაფილო |
56 გ |
45 გ |
|
წიწაკა, საკმაზ-სანელებლები |
1 გ |
1 გ |
|
მწვანილი |
22 გ |
20 გ |
|
ბადრიჯანი, ისპანახი, ფხალი (სეზონურად) |
12 5 - 1 5 0 გ |
11 0 გ |
|
ნიორი |
6 გ |
5 გ |
|
პ ა მიდორი (სეზონურად) |
160 გ |
136 გ |
|
კიტრი (სეზონურად) |
160 გ |
136 გ |
|
მდოგვი |
10 გ |
10 გ |
|
ტყემალი |
50 გ |
50 გ |
|
ხილი, ციტრუსი (სეზონური) |
200 გ |
200 გ |
|
ხილის ჩირი |
36 გ |
35 გ |
|
ხილის წვენი |
200 მ/ლ |
200 მ/ლ |
|
კისელის კონცენტრატი |
10 გ |
10 გ |
|
თაფლი |
30 გ |
30 გ |
|
საკონდიტრო ნაწარმი |
200 გ |
200 გ |
|
შოკოლადის ნაწარმი |
60 |
6 0 გ |
|
ჯემი |
37 გ |
37 გ |
2. მშრალი კვებით უზრუნველყოფის სასურსათო იჯრა:
|
№ |
პროდუქტის დასახელება |
დღიური ნორმა |
|
1. |
პური მშრალი |
300 გ |
|
2. |
დაკონსერვებული ლორი |
200 გ |
|
3. |
საქონლის ან ფრინველის პაშტეტი |
100 გ |
|
4. |
საქონლის ხორცის კონსერვი |
600 გ |
|
5. |
შოკოლადი |
100 გ |
|
6. |
ხილის წვენი |
400 გ |
|
7. |
ყავა ერთჯერადი |
2 გ |
|
8. |
ჩაი ერთჯერადი |
2 გ |
|
9. |
შაქარი (რაფინადი) |
25 გ |
|
10. |
ბოსტნეულის კონსერვი |
150 გ |
3. მშრალი კვებით უზრუნველყოფის დამხმარე ნივთები:
|
№ |
პროდუქტის დასახელება |
დღიური ნორმა |
|
1. |
ერთჯერადი ხელსახოცი |
1 შეკვრა |
|
2. |
ერთჯერადი ხელსახოცი (სველი) |
1 შეკვრა |
|
3. |
ერთჯერადი კოვზი-ჩანგალი |
1 ცალი |
|
4. |
პოლიეთილენის ტომარა |
1 ცალი |
4 . სასურსათო იჯრის ენერგეტიკული ღირებულების საორიენტაციო დღიური ნორმები:
ა) სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებისათვის, აგრეთვე სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული პროგრამით გათვალისწინებული მომზადების სპეციალური კურსის გავლის პერიოდში, სპეციალური დანიშნულების დანაყოფებში ჩასარიცხი კანდიდატებისათვის სასურსათო იჯრის ენერგეტიკული ღირებულების საორიენტაციო დღიური ნორმაა 4700-5000 კკალ (საუზმე: 1200-1300 კკალ, სადილი: 2200-2300 კკალ, ვახშამი: 1300-1400 კკალ);
ბ) სამსახურის სხვა თანამშრომლებისათვის სასურსათო იჯრის ენერგეტიკული ღირებულების საორიენტაციო დღიური ნორმაა 4300-4700 კკალ (საუზმე: 1200-1300 კკალ, სადილი: 1900-2100 კკალ, ვახშამი: 1200-1300 კკალ).
შენიშვნა:
1. ამ დანართის პირველი პუნქტით განსაზღვრული კვებით უზრუნველყოფის სასურსათო იჯრაში გათვალისწინებული კვების პროდუქტები შეიძლება შეიცვალოს სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, თუ ეს არ გამოიწვევს ყოველდღიური კვებით უზრუნველყოფის სასურსათო იჯრაში შემავალი პროდუქტების ერთობლივი ენერგეტიკული ღირებულების დღიური ნორმის შემცირებას. ამავე პუნქტით გათვალისწინებულ „გადანაყარში“ იგულისხმება პროდუქტის ის ნაწილ(ებ)ი, რომელიც უვარგისია საკვებად მოხმარებისათვის.
2. მშრალი კვებით უზრუნველყოფის სასურსათო იჯრაში შემავალი პროდუქტები და დამხმარე ნივთები მოსამსახურეებს ეძლევათ იმ შემთხვევაში, როდესაც მათი კვებით უზრუნველყოფა ვერ ხორციელდება ამ დანართის პირველი პუნქტით განსაზღვრული სასურსათო იჯრის შესაბამისად .
3. მოსამსახურეთა მშრალი კვებით უზრუნველყოფის შემთხვევაში:
ა) დღიური ნორმით გათვალისწინებულ პროდუქტებზე არ ვრცელდება ამ დანართის მე-4 პუნქტით დადგენილი სასურსათო იჯრის ენერგეტიკული ღირებულების საორიენტაციო დღიური ნორმები;
ბ) კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო ხარჯები არ იზღუდება ამ დანართის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საორიენტაციო ნორმების შესაბამისად კვებით უზრუნველყოფისათვის დადგენილი ოდენობით.
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება №803-სსმ III, №127, 04.10.2010წ; მუხ.1844
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანებულება №107 –ვებგვერდი, 24.02.2011წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 26 ივლისის ბრძანებულება №406 –ვებგვერდი, 27.07.2011წ.