„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
224
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-12-15
გამოქვეყნების თარიღი
2009-12-22
სარეგისტრაციო კოდი
00.00.0.000000
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №224

2009 წლის 15 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „საქართველოს განათლე­ბისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 და­დ­გენილებით (სსმ III, 2004 წელი, №54, მუხლი 460) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილე­ბები:

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყა­ლიბ­დეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სტრუქტურულ ქვედანაყოფებს:

ა.ა) ადმინისტრაცია (დეპარტამენტი);

ა.ბ) გენერალური ინსპექცია;

ა.გ) სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

ა.დ) ეკონომიკური დეპარტამენტი;

ა.ე) ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სტატისტიკურ-ანა­ლიტიკური დეპარტამენტი;

ა.ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;

ა.ზ) უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარე­ბის დეპარტამენტი;

ა.თ) ზოგადი და პროფესიული განათლების განვითარე­ბის დეპარტამენტი;“.

2. 41 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 41. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყო­ფების კომპეტენცია

1. ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანებია:

ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრისათვის ორ­­განიზაციულ-ტექნიკური და საინფორმაციო მომსახურების გა­წევა;

ბ) სამინისტროში დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება;

გ) სამინისტროს საქმიანობის ეფექტიანობის ამაღ­ლების მიზნით საქმისწარმოების ერთიანი წესების დამ­კვიდ­­რება;

დ) საქმისწარმოების საკითხების შესახებ ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;

ე) სამინისტროს მიერ მიღებულ საკონტროლო დავალე­ბათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;

ვ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგი­ლე­ბის (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებათა გამოყენე­ბის, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პრო­ექტე­ბის მომზადება;

ზ) სოციალური საკითხების გადაწყვეტა და საპენსიო სა­ბუთების გაფორმება ნამსახურობის მიხედვით;

თ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პროფესიულ მომ­ზადებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული წინა­და­დე­ბების შემუშავება და ორგანიზაციულ საკითხთა უზრუნ­ველ­ყოფა;

ი) სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობით დადგენილი წესით კონკურსისა და ატესტაციის გამართვის ორგანიზება, აგ­რეთვე, სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების გადა­წყვე­ტის უზრუნველყოფა;

კ) სამინისტროში მოსამსახურეთა რეზერვის ფორმირება და მისი მიზნობრივი გამოყენება;

ლ) სამინისტროს შინაგანაწესის შემუშავება და მისი შეს­რულების კონტროლი, სამინისტროს მო­სამ­სახურეთა შრო­მის დის­ციპლინის დაცვის კონტროლი;

მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრის ბრძანე­ბათა რეესტრის წარმოება;

ნ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვა­დასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე, მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგე­ნი­ლი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

ო) სამინისტროს საქმიანობის გეგმის შედგენის კოორდი­ნაცია;

პ) საზოგადოებრივი საბჭოს სხდომების ორგანიზება;

ჟ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათ­ლებ­ლო რესურსცენტრების საქმიანობის კოორდინაცია;

რ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანა­თ­­ლებლო რესურსცენტრების, სამინისტროს სისტემაში შემავა­ლი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინის­ტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ურთიერთობის კოორ­დინა­ცია;

ს) საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგად­საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებისა და სა­მე­ურ­ვეო საბჭოს წევრების სამინისტროში სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტების მომზადება;

ტ) სამინისტროს საშტატო ნუსხისა და თანამ­დე­ბობ­რივი სარგოების შემუშავება;

უ) სამინისტროს თანამშრომელთა სამუშაო აღწე­რი­ლო­ბის შემუშავების კოორდინაცია და სამინისტროს სის­ტემის სა­კადრო რესურსების მართვის მიზნით რეკომენდა­ციე­ბის შემუ­შავება;

ფ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღ­ლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ორგანო­ების ხელმძღვანელების სამინისტროში კანონმდებლობით დად­გენილი წესით რეგისტრაციისათვის წარდგენილი დოკუმენტე­ბის მომზადება;

ქ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბა-მის ინფორმა­ცია­სა და დოკუმენტაციასთან დაკავში-რებით საიდუმლოების რე­ჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;

ღ) საქმისწარმოებაში დასრულებული დოკუმენტაციის აღ­რი­ც­ხვა, დამუშავება და გადაცემა არქივისათვის არსებული წესის თანახმად;

ყ) სამინისტროს მისაღების ფუნქციონირების უზრუნველ­ყოფა;

შ) სამინისტროს მისაღების (საშვთა ბიუროს) მუშაობის უზრუნველყოფა.

2. გენერალური ინსპექციის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს სისტემაში საქართველოს კანონმდებ­ლობის მოთხოვნათა შესრულების კონტროლი;

ბ) სამინისტროს სისტემაში დისციპლინისა და კანონიე­რე­ბის დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამინისტროს მო­სამ­სახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, სამსახურებრივი გადაცდო­მის ფაქ­ტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებათა გა­მოვ­ლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადე­ბე­ბისა და საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;

გ) სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების განხორ­ციელება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და მინისტრისათვის წარდგენა;

დ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამი­ნის­ტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საფინან­სო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმება, საბიუჯეტო და არასა­ბიუ­ჯეტო სახსრების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების კონტროლი;

ე) მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების, თანა­მ­შრო­მელთა შუამდგომლობების, აგრეთვე, სამინისტროს სისტე­მაში არსებულ ადმინისტრაციულ და ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის განხილვა, შე­მო­წ­მება და შედეგების მინისტრისათვის წარდგენა.

3. სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძი­რი­თადი ამოცანებია:

ა) კანონშემოქმედებით სფეროში საქართველოს პარლა­მენ­ტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია და სა­პარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა გან­ხორ­ციელებაში ხელშეწყობა;

ბ) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა, შესაბამისი ნორ­­­მატი­ული აქტების პროექტების მომზადება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, სასამართლო დავებზე სა­მი­ნისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;

დ) სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენ­ლო­ბის კოორდინაციის უზრუნველყოფა;

ე) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებ­თან დაკავშირებული სასამართლო დავების ანალიზი, შესაბა­მისი რეკომენდაციების მომზადება, აღრიცხვა და ერთიანი სა­ინფორმაციო ბანკის შექმნა;

ვ) სამინისტროში მომზადებული ინდივიდუალური სამარ­თლებრივი აქტების პროექტების ვიზირება და სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ად­­მი­­ნისტრაციული საჩივრების განხილვა;

ზ) სამინისტროს მიერ სხვა ადმინისტრაციული ორგანო­ები­სათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის უზრუნ­ველ­ყოფა;

თ) მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებული სხვა სამართლებრივი ხასიათის ამოცანების შესრულება, რომლე­ბიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეუ­ლების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართვე­ლობის სფეროს;

ი) საქართველოს სახელმწიფო ენის განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამების შემუშავება, მა­თი განხორციელება და შესრულების კონტროლი;

კ) უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში სა­ერთაშორისო ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების/ ხელ­შეკრულებების შემუშავება და შესრულების ხელშეწყობა;

ლ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სამინისტროს სტრუქ­ტურული ქვედანაყოფებიდან და საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან, აგრეთვე, სხვა უწყებებიდან შემოსუ­ლი ნორმატიული აქტების პროექტების, მათ შორის, საერთა­შო­რისო ხელშეკრულებების პროექტების შესახებ სამართლებ­რივი დასკვნების მომზადება;

მ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველ­ყოფა;

ნ) საგანმანათლებლო დაწესებულებათა საქმიანობის ლი­ცენზიის გაცემასთან, გაუქმებასა და ცვლილებებთან დაკავში­რებულ მოქმედებათა განხორციელება;

ო) უწყებრივი სალიცენზიო რეესტრისა და სალიცენზიო პირობების შემოწმების აქტების რეესტრის წარმოება;

პ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ლიცენზირე­ბული დაწესებულებების მიერ სალიცენზიო პირო­ბე­ბის შეს­რულების კონტროლი;

ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, დოკუმენტების აპოსტილით დამოწ­მება და ლეგალიზაცია;

რ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროს კომ­­პეტენციის ფარგლებში, განათლების დამადასტურებელი დო­კუმენტების ნამდვილობის დადასტურება;

ს) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ენობრივი სისწო­რის შემოწმება.

4. ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს სისტემის ეკონომიკური, ფინანსური და სამეურნეო საქმიანობის კოორდინაცია და მართვა, სამი­ნის­ტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, აგრეთვე, სა­მი­ნისტროს ბალანსზე არსებული ქონების აღრიცხვა;

ბ) საფინანსო-ეკონომიკური, სამეურნეო და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა თანამედროვე სტანდარტების შესაბა­მი­სად და ხარჯთა ნუსხის შედგენა;

გ) სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა ფი­ნანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზ­რუნ­ველყოფა;

დ) სამინისტროსათვის საჭირო საბუღალტრო აღრიცხვა, სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულების ფინანსური ან­გა­რიშგების შემოწმება და ბალანსის შედგენა;

ე) სამინისტროს შესყიდვების განხორციელება;

ვ) სამინისტროს შენობა-ნაგებობათა მატერიალურ-ტექნი­კუ­რი ბაზის მოვლა-განახლება.

5. ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სტატისტიკურ-ანა­ლიტიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს საინფორმაციო საჭიროებებიდან გამომ­დინა­რე სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსა­განმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებისა და სამე­ურ­ვეო საბჭოს წევრების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერების, რექტორების, ადმი­ნისტრაციის ხელმძღვანელების რეესტრების წარმოება;

გ) ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესე­ბუ­ლე­ბათა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა, მოს­წავ­­ლე­თა პერსონალური მონაცემების რეესტრის, აგრეთვე, სკო­­ლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეეს­ტრე­­­­ბის წარმოება;

დ) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტბრუნვის ორგანიზება და კონტროლი;

ე) იმ პირთა აღრიცხვა, რომელთაც სასამართლოს გამამ­ტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საშუა­ლე­ბის მოხმარებისათვის, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშეწყო­ბისათვის ან ნარკოტიკული საშუალების გასაღებისათვის ჩა­მო­ერთვათ პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებუ­ლება­ში საქმიანობის უფლება;

ვ) განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე პროცესების, მათ შორის, სამინისტროს მიერ განხორციელე­ბული პროექტებისა და პროგრამების შედეგების კვლევის და­გეგმვა;

ზ) განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე პროცესების, მათ შორის, სამინისტროს მიერ განხორციელე­ბუ­ლი პროექტებისა და პროგრამების შედეგების უშუალოდ ან მესამე პირების მეშვეობით კვლევა;

თ) განათლების სისტემის ძირითადი ინდიკატორების შე­მუშავება;

ი) თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით ინფორმაციის დამუშავებისათვის საჭირო პირობების შექმნა;

კ) სამინისტროს საქმიანობაში თანამედროვე საინფორმა­ციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის გზით სამი­ნის­ტროს გამართული ფუნქციონირებისათვის ხელშეწყო­ბა.

6. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძი­რითადი ამოცანებია:

ა) სხვადასხვა სახელ­მ­წიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორ­­განიზაციებთან, საქართველოში აკრე­დი­ტე­ბულ დიპლომატი­ურ წარმომადგენლობებთან თავისი კომპეტენ­ცი­ის ფარგლებში, სამინისტროს ურთიერთობის კო­ორ­­დი­ნაცია;

ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერ­თო­ბა, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე საზოგადოების ინფორმირება;

გ) მასმედიასთან ურთიერთობა პრესკონფერენციების, ბრი­­­ფინგებისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამო­ყე­ნებით, სამინისტროს საზოგადოებრივ ღონისძიებათა დაგეგმ­ვა და განხორციელება;

დ) სამინისტროს საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინ­ფორმირება, მათ შორის, სამინისტროს საქმიანობის ამსახ­ვე­ლი საგამომცემლო მასალის მომზადება;

ე) სამინისტროს ვებგვერდის განახლება;

ვ) მინისტრის სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამ­თავ­რობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებ­თან ურთიერთობის, აგრეთვე, უცხო ქვეყნებთან კავშირის კო­ორ­დინაცია.

7. უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითა­რების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სტუდენტთა და მეცნიერთა სოციალური ხელშეწყობის პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება;

ბ) უცხო ქვეყნების მოქალაქეებისა და სოციალური პროგ­რამის ფარგლებში სტუდენტებისათვის სახელმწიფო სას­წავ­ლო გრანტების გაცემის პროცესის ორგანიზება;

გ) სისტემის სრულყოფის მიზნით უმაღლესი განათ­ლე­ბისა და მეცნიერების დაფინანსების შესახებ წინადა­დებათა მომზადება;

დ) უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის მობილუ­რო­ბისა და სხვა ორგანიზაციულ საკითხთა უზრუნველყო­ფა;

ე) საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემისა და მასში შემავალი ინსტიტუტების ევროპისა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისათვის ხელშეწყობა, მათ შორის, „ბოლონიის პროცესის“ ფარგლებში საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო პროექტების/ინიციატივების დაგეგმვა, შეს­რუ­ლება და კოორდინაცია;

ვ) მეცნიერების განვითარების ინსტიტუციური რეგული­რება;

ზ) მეცნიერების დაფინანსების შესახებ წინადადებების მომ­ზადება;

თ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში – სამეც­ნიერო-კვლევით დაწესებულებებსა და საქართველოს აკრედი­ტე­ბულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სა­მეც­ნიერო-კვლევითი საქმიანობის კოორდინაცია და მონიტო­რინ­გი;

ი) სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ინფრასტრუქ­ტურის ოპტიმიზაციისა და მდგრადი განვითარების გეგმების შემუშავება;

კ) ახალგაზრდობის მეცნიერების სფეროში ჩაბმის მიზ­ნით უმაღლესი განათლების სისტემის ორგანიზებისა და გან­ვითარების შესახებ წინადადებების მომზადება.

8. ზოგადი და პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) პროფესიული სტანდარტების რეგისტრაციაში გატარე­ბა;

ბ) თითოეული სახელობო პროფესიისა და კვალიფიკაციი­სათვის საატესტაციო ორგანოთა შერჩევის წესის პროექტის მომზადება;

გ) პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოს პროექტის მომზადება;

დ) საქართველოს მთავრობისათვის წარსადგენი რეგული­რებად პროფესიათა ნუსხის, აგრეთვე, ამ რეგულირებადი პროფესიით საქმიანობის უფლების მინიჭებისა და განახლებისათვის აუცილებელი პირობებისა და მათი შესრულე­ბის წესის თაობაზე წინადადებების შემუშავება ან ამ დოკუმენ­ტებზე საქართველოს მთავრობისათვის დასკვნის მომზადება;

ე) სახელობო პროფესიათა საინფორმაციო ბანკის წარ­მოება;

ვ) სახელობო საგანმანათლებლო პროგრამების განმახორ­ციელებელი დაწესებულებების ინსტიტუციური, მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსების განვითარების ხელ­შემწყობი პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

ზ) დაინტერესებული პირების მოთხოვნის საფუძველზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული იმ ქვეყნების პროფესიული სტანდარტების თარგმნა, რომელთა მიხედვითაც დაინტერესებულმა პირმა უნდა შექმნას პრო­ფესიული სტანდარტი;

თ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, სკოლამ­დელი, ზოგადი და პროფესიული განათლების მართვის სფე­როში ეროვნული და რეგიონული პროგრამებისა და პროექტების კოორდინაცია;

ი) ეროვნულ უმცირესობათა ენების დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;

კ) სკოლამდელ აღზრდასთან/სწავლებასთან და სასკოლო ინიციატივებთან დაკავშირებული, ასევე, სამოქალაქო ინტეგ­რა­­ციაზე ორიენტირებული და საერთაშორისო პროგრამების შემუ­შავება, განხორციელება;

ლ) ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიო­ნებ­ში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყე­ნე­ბით სახელმწიფო ენის სწავლების უზრუნველყოფისათვის შე­საბამისი პროგრამებისა და პროექტების შემუშავება, განხორციელება;

მ) განათლების მართვის ინფორმაციული სისტემების დანერგვის ხელშემწყობი პროგრამებისა და პროექტების შემუ­შავება, განხორციელება;

ნ) ამ პუნქტის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინე­ბული პროგრამებისა და პროექტების ფარგლებში ღია კონ­კურსის საფუძველზე გრანტების გაცემა და გაცემული გრან­ტების განხორციელებისათვის კონტროლის დაწესება;

ო) მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარების გადა­ცემის უზრუნველყოფა;

პ) ქართული ინფორმაციული ვებრესურსების შექმნა.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანა­ვე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია - საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №235 - სსმ III, №156, 22.12.2009 წ., მუხ.1875

კრებსითი — სრული ვერსია