„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემისას აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 დეკემბრის №218 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
147
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-05-18
გამოქვეყნების თარიღი
2010-05-20
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემისას აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 დეკემბრის №218 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №147

2010 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემისას აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის     3 დეკემბრის №218 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ

 მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართვე­ლოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სა­ხელ­­მწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემისას აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 დეკემბრის №218 დადგენილებით (სსმ III, 2005 წელი, №141, მუხლი 1556) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს დამატება და მე-10 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინა­არსის მე-11 მუხ­ლი:

     „მუხლი 11. გარდამავალი დებულება

ამ დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვა­ლისწინებული მოთხოვნა ასევე ვრცელდება იმ პირებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებზე, რომელთაც ქონება აუქცი­ონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაეცათ ამ დადგე­ნი­ლების ძალაში შესვლამდე.“.

    მუხლი 2

. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნების­თა­ნავე.

პრემიერ-მინისტრი                          ნ. გილაური

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია