„სახელმწიფო ორგანოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის №246 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
146
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-05-18
გამოქვეყნების თარიღი
2010-05-20
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„სახელმწიფო ორგანოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის №246 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №146

2010 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო ორგანოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის №246 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1.

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელ­მწიფო ორგანოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარ­დგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წე­სის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის №246 დადგენილებით (სსმ III, 2009 წელი, №159, მუხლი 1940) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემ­დეგი დამატებები:

ა) მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნ­ქტი:

„5. სახელმწიფო ქონების სარგებლობაში პირველადი გა­დაცემისას საჯარო სამართლის იურიდიული პირი ვალდებუ­ლია ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ნაკისრი ვალ­დებულებები და ქონების სარგებლობის უფლებით გამცემის მოთხოვნისთანავე წარუდგინოს მას ინფორმაცია მათი შესრუ­ლების თაობაზე.“;

ბ) მე-9 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 მუხლი:

    „მუხლი 10. გარდამავალი დებულება

ამ წესის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთ­ხოვნა ასევე ვრცელდება იმ საჯარო სამართლის იური­დიულ პირებზე, რომელთაც სახელმწიფო საკუთრებაში არსე­ბული ქონება სარგებლობის უფლებით გადაეცათ ამ დადგე­ნილების ძალაში შესვლამდე.“.

მუხლი 2.

 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი    ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია