„საბაჟო ტარიფებისა და გადასახადის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1373
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1998-05-01
გამოქვეყნების თარიღი
1998-05-30
სარეგისტრაციო კოდი
230.140.010.05.001.000.354
„საბაჟო ტარიფებისა და გადასახადის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 20 მარტის კანონში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-16 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის იმპორტი“.

2. მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქონლის ექსპორტი, გარდა ამ კანონის მე-6 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა“.

3. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები „1 აპრილამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „1 ოქტომბრამდე“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1998 წლის 1 მაისი.

№1373–IIს

კრებსითი — სრული ვერსია