„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ოთარ ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ინსტიტუტის რეორგანიზაციის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
44
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-03-01
გამოქვეყნების თარიღი
2007-03-07
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.10.003.000.685
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ოთარ ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ინსტიტუტის რეორგანიზაციის შესახებ“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №44

2007 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ოთარ ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ინსტიტუტის რეორგანიზაციის შესახებ

1. ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის თანახმად, რეორგანიზებულ იქნეს ,,სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ოთარ ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ინსტიტუტი მისი საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან შეერთების გზით.

2. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ოთარ ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ინსტიტუტის შეერთების საკითხის გადაწყვეტა.

3. დადგენილების პირველი პუნქტი ძალაში შევიდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ოთარ ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ინსტიტუტის შეერთების შესახებ“ სათანადო სამართლებრივი აქტის ამოქმედებისთანავე.

4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია