სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.47.052.010.399
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის
უფროსის ბრძანება №29
2007 წლის 23 მაისი
ქ. თბილისი
ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
,,ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს შემდეგი ნორმატიული აქტები:
ა) დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 2 სექტემბრის №4 ბრძანება ,,საავტომობილო ტრანსპორტის დარგში რეგულირების საფასურის შესახებ“ (სსმ III, 2005 წ., №105, მუხ. 1761);
ბ) დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 25 ივლისის №04 ბრძანება ,,სამოქალაქო ავიაციის დარგში რეგულირების საფასურის შესახებ” (სსმ III, 2005 წ., №89, მუხ. 1021);
გ) დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 16 დეკემბრის №62/ა ბრძანება ,,საზღვაო ტრანსპორტის სფეროში რეგულირების საფასურის დადგენისა და გადახდის წესის შესახებ“ (სსმ III, 2005 წ., №148, მუხ. 1646).
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. თაქთაქიშვილი