„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3514
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-07-21
გამოქვეყნების თარიღი
2010-08-09
სარეგისტრაციო კოდი
370.030.000.05.001.004.177
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონი

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №43, 30.10.1997, გვ. 11) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლისათვის ფიზიკური ან იურიდიული პირი იხდის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სანაცვლო საკომპენსაციო თანხას, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა.“.

2. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 9. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყენების ან განკარგვის დროს მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა

სამინისტრო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს:

ა) ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის განკარგვის უფლების მქონე პირის მიერ ამ კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული თანხის ანაზღაურების შემდეგ;

ბ) სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგვის შემთხვევაში, ნასყიდობის შესაბამისი ხელშეკრულების (გარიგების) გაფორმებამდე.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 21 ივლისი.

№3514–რს

 

კრებსითი — სრული ვერსია