„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3450
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-07-16
გამოქვეყნების თარიღი
2010-07-22
სარეგისტრაციო კოდი
320.110.000.05.001.004.131
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 06.06.2005, მუხ. 175) მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. რეგულირების საფასურის ოდენობაა ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                                      მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 16 ივლისი.

№3450–რს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია