„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3372
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-07-06
გამოქვეყნების თარიღი
2010-07-20
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.05.001.004.112
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონი

„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13, 12.04.2005, მუხ. 84) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:

1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. სააგენტო უფლებამოსილია ელექტრონული ფორმით მიიღოს, შეინახოს და გასცეს ნებისმიერი დოკუმენტი. ელექტრონულ დოკუმენტს აქვს მატერიალური დოკუმენტის თანაბარი იურიდიული ძალა.“.

2. 117 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 117. მომსახურების საფასურის გადახდისაგან განთავისუფლება

ამ თავით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საგადასახადო და საბაჟო ორგანოები.“.

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                   მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 6 ივლისი.

№3372–რს

 

კრებსითი — სრული ვერსია