,,მსოფლიო ბანკის ენერგოშემცველების ტრანზიტის ინსტიტუციური აღმშენებლობის პროექტის საორგანიზაციო კომიტეტის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 2 აპრილის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
245
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-12-22
გამოქვეყნების თარიღი
2006-12-25
სარეგისტრაციო კოდი
220.090.000.10.003.000.629
,,მსოფლიო ბანკის ენერგოშემცველების ტრანზიტის ინსტიტუციური აღმშენებლობის პროექტის საორგანიზაციო კომიტეტის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 2 აპრილის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №245

2006 წლის 22 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,მსოფლიო ბანკის ენერგოშემცველების ტრანზიტის ინსტიტუციური აღმშენებლობის პროექტის საორგანიზაციო კომიტეტის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 2 აპრილის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. შეტანილ იქნეს ცვლილებები ,,მსოფლიო ბანკის ენერგოშემცველების ტრანზიტის ინსტიტუციური აღმშენებლობის პროექტის საორგანიზაციო კომიტეტის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 2 აპრილის №9 დადგენილებაში და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. შეიქმნას საორგანიზაციო კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით:

ნიკა გილაური – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი

ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

დავით ტყეშელაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი

პაატა ჭარაქაშვილი – საქართველოს საინსტიტუციო მშენებლობის განვითარების პროექტების განმახორციელებელი რგოლის დირექტორი

ალექსანდრე ხეთაგური – შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალური დირექტორი.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ზ. ნოღაიდელი

 

კრებსითი — სრული ვერსია