„საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3290
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-07-02
გამოქვეყნების თარიღი
2010-07-14
სარეგისტრაციო კოდი
210.000.000.05.001.004.084
„საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში

დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

 „საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, N11-12, 14.03.1998, გვ. 37) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, აგრეთვე სახელმწიფო მინისტრების აპარატების მიერ საქონლის შემოტანა.“.

 

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი    მიხეილ სააკაშვილი

 

თბილისი,

2010 წლის 2 ივლისი.

N 3290 – რს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია