„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3352
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-07-06
გამოქვეყნების თარიღი
2010-07-12
სარეგისტრაციო კოდი
300.160.070.05.001.004.078
„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონი

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 19.04.2010, მუხ. 112) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:

1. მე-6 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“ ქვეპუნქტი:

„ფ) ჰიდროტექნიკური ნაგებობები (ხელოვნური წყალსატევები, კაშხლები, სარეგულაციო ნაგებობები, ჰიდროენერგეტიკული ნაგებობები და სხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობები).“.

2. 31-ე მუხლის:

ა) პირველი–მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის ამოქმედებიდან 5 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს მთავარი არქმშენინსპექციისა და ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექციის სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის ჩამოყალიბების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

3. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტების რეესტრის წარმოების წესის განსაზღვრა.

4. ამ კანონის ამოქმედებიდან 5 თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ დაამტკიცოს ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის დებულება და საშტატო ნუსხა.“;

ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში შესაბამისმა უწყებებმა უზრუნველყონ ამავე კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად ძალადაკარგულად ცნობილი საკანონმდებლო აქტების საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 6 ივლისი.

№3352–რს

კრებსითი — სრული ვერსია