„ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3112
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-06-18
გამოქვეყნების თარიღი
2010-07-05
სარეგისტრაციო კოდი
470.230.000.05.001.004.057
„ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონი

„ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 2000 წელი, მუხ. 13) მე-18 მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ცოცხალი დონორი შეიძლება იყოს:

ბ.ა) რეციპიენტის გენეტიკური ნათესავი;

ბ.ბ) რეციპიენტის მეუღლე, თუ ქორწინების რეგისტრაციიდან გასულია არანაკლებ 1 წელი;

ბ.გ) რეციპიენტის მეუღლის შვილი, დედა, მამა, შვილიშვილი, ბებია, პაპა, და, ძმა, თუ ქორწინების რეგისტრაციიდან გასულია არანაკლებ 2 წელი;“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“  ქვეპუნქტი:

„ბ1) დონორისგან ორგანოს აღება ხდება ჯვარედინი დონორობის პრინციპით, რაზედაც არსებობს ტრანსპლანტაციის საბჭოს თანხმობა, გარდა ამ კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;“;

გ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში არსებობს ტრანსპლანტაციის საბჭოს აუცილებელი თანხმობა.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი   მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 18 ივნისი.

№3112–Iს

კრებსითი — სრული ვერსია