„ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3115
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-06-18
გამოქვეყნების თარიღი
2010-06-29
სარეგისტრაციო კოდი
450.010.000.05.001.004.054
„ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონი

„ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №49,  2000 წელი, მუხ. 140) დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:

     „მუხლი 51. მოთხოვნები ფილმის დემონსტრატორის და ფილმის ჩვენების მიმართ

1. ფილმის დემონსტრატორის მიერ ფილმის (მათ შორის, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების) კინოდარბაზში ჩვენება შესაძლებელია მხოლოდ ფილმის პირველადი წარმოების ენაზე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრირების ან გახმოვანების პირობით.

2. ფილმის დემონსტრატორის მიერ ფილმის კინოდარბაზში ჩვენების მიმართ მოთხოვნები განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 18 ივნისი.

№3115–Iს

კრებსითი — სრული ვერსია