,,საფინანსო პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
29
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-02-15
გამოქვეყნების თარიღი
2007-02-22
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.10.003.000.670
,,საფინანსო პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №29

2007 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

,,საფინანსო პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,საფინანსო პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 იანვრის №5 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეიქმნას საფინანსო პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

გიორგი არველაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში

გიორგი ყაველაშვილი – საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, კომისიის მდივანი

კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვოთ:

შოთა გვენეტაძეს – საქართველოს პარლამენტის წევრს

თამარ გოდერძიშვილს – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს

რომან გოცირიძეს – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს

ირაკლი კოვზანაძეს – საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომა-რეს

არჩილ ცერცვაძეს – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსს.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი          ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია