„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2981
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-04-27
გამოქვეყნების თარიღი
2010-05-10
სარეგისტრაციო კოდი
240.140.000.05.001.004.009
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონი

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №9, 31.03.2007, მუხ. 87) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. 26-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე დანიშვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში დაარეგისტრიროს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება;“.

2. 37-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. გაკოტრების მმართველი ვალდებულია დანიშვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში დაარეგისტრიროს გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.“.

3. 44-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. რეაბილიტაციის მმართველი ვალდებულია დანიშვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში დაარეგისტრიროს რეაბილიტაციის საქმის წარმოების დაწყება.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 27 აპრილი.

№2981–რს

 

კრებსითი — სრული ვერსია