„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3019
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-04-27
გამოქვეყნების თარიღი
2010-05-04
სარეგისტრაციო კოდი
120.260.020.05.001.003.000
„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონი

„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998, გვ. 14) მე-15 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დახურულ სამხედრო გარნიზონებსა და ცალკეულ სამხედრო ნაწილებში, სამხედრო-საჰაერო და ზოგიერთი სხვა კატეგორიის სამხედრო ნაწილებსა და შენაერთებში, სპეციალური დანიშნულების რაზმებში, აგრეთვე ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სამხედრო მოსამსახურეების მიერ სამხედრო სამსახურის გავლის განსაკუთრებულ პირობებს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 27 აპრილი.

№3019–რს

კრებსითი — სრული ვერსია