„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3351
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-07-06
გამოქვეყნების თარიღი
2010-07-12
სარეგისტრაციო კოდი
200.000.000.05.001.004.077
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 200) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 

1. მე-17 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქონელი არის მატერიალური ან არამატერიალური ქონება, მათ შორის, ელექტრო- და თბოენერგია, გარანტირებული სიმძლავრე, გაზი და წყალი.“.

2. 281-ე მუხლის 41-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41. 2010 წლის 1 სექტემბრიდან 2012 წლის 1 იანვრამდე ელექტროენერგიისა და გარანტირებული სიმძლავრის მიწოდება, გარდა ელექტროენერგიის მომხმარებლისათვის („ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირებისათვის) მიწოდებისა, აგრეთვე გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის მომსახურება იბეგრება დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი 

თბილისი,

2010 წლის 6 ივლისი.

№3351–რს

კრებსითი — სრული ვერსია