საქართველოს კანონი
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №33, 09.11.2009, მუხ. 200) მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიულ აქტებზე გამოსახული უნდა იყოს საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი და შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის გერბი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 20 აპრილი.
№2948–Iს