საქართველოს კანონი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს წევრებს.“.
2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს წევრების კანდიდატურებს;“;
ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:
„დ1) საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – გამოცდების ეროვნული ცენტრისა და განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დირექტორებს;“.
3. 51-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.“.
4. 63-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დირექტორს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 20 აპრილი.
№2941–Iს