„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2886
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-04-08
გამოქვეყნების თარიღი
2010-04-22
სარეგისტრაციო კოდი
010.120.000.05.001.003.978
„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონი

„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 16.01.2006, მუხ. 16) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:

1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 52 პუნქტი:

„52. უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, რომელიც მუდმივად ცხოვრობს ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ერთ-ერთ ქვეყანაში და რომელსაც აქვს ამ ქვეყანაში მუდმივი ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ვრცელდება ის სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც დადგენილია ბინადრობის მოწმობის გამცემი ქვეყნის მოქალაქის მიმართ.“.

2. 69-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 69. კანონის ამოქმედება

1.  ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 ივლისიდან.

2.  ამ კანონის მე-4 მუხლის 52 პუნქტი ამოქმედდეს იმავე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ყოველი კონკრეტული ქვეყნის მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან შესაბამისი ქვეყნის მიერ მოწოდებული მუდმივი ბინადრობის მოწმობის ნიმუშის მიღების დადასტურების დღიდან.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 8 აპრილი.

№2886–Iს

კრებსითი — სრული ვერსია