საქართველოს კანონი „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2712
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-03-09
გამოქვეყნების თარიღი
2010-03-24
სარეგისტრაციო კოდი
080.080.050.05.001.003.939
საქართველოს კანონი „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონი

„ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 16.05.2006, მუხ. 97) მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დაუშვებელია დაზარალებულის მოთავსება დაკავების ადგილებსა და პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლებელია მისი სხვათაგან განცალკევებით მოთავსება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                                        მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 9 მარტი.

№2712–Iს

 

კრებსითი — სრული ვერსია