საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2708
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-03-09
გამოქვეყნების თარიღი
2010-03-24
სარეგისტრაციო კოდი
200.000.000.05.001.003.936
საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 200) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ა.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ვ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებისათვის – მათში მოთავსებულ პირთა მოვლის ან სამედიცინო მომსახურების პირობების გაუმჯობესების მიზნით;“.

2. 281-ე მუხლის 23-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სასამართლო გადაწყვეტილებით პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მოთავსებული პირებისათვის გადახდილი თანხები;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                                        მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 9 მარტი.

№2708–Iს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია