,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
9
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-01-24
გამოქვეყნების თარიღი
2007-01-24
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.10.003.000.650
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №9

2007 წლის 24 იანვარი

ქ. თბილისი

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში (სსმ III, 2004 წელი, №95, მუხლი 816) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1.    მე-12 მუხლის ,,ფ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2.    24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ბ“ ქვეპუნქტი:

,,ბ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში დანაშაულების წინასწარი გამოძიება.“.

3.    მუხლი 332 ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                  ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია