„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2698
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-03-09
გამოქვეყნების თარიღი
2010-03-24
სარეგისტრაციო კოდი
100.030.010.05.001.003.931
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონი

„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 219) 331 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილების ასლის აღსასრულებლად მიღების შემდეგ პრობაციის ბიურო სასჯელის მოხდის ადგილის უფლებამოსილ წარმომადგენელთან (ორგანოსთან) ერთად უზრუნველყოფს შესაბამისი აქტის შედგენას, რომლითაც დასტურდება მსჯავრდებულის გამოცხადება სასჯელის მოხდის ადგილზე.

2. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი საბჭო განსაზღვრავს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შინაარსს, აგრეთვე სასჯელის მოხდის წესსა და პირობებს.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მსჯავრდებული სარგებლობს პატიმრობის კოდექსით განსაზღვრული უფლებებით და ასრულებს მოვალეობებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულების თავისებურებათა გათვალისწინებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                                  

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 9 მარტი.

№2698–Iს

 

კრებსითი — სრული ვერსია