„თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2759
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-03-12
გამოქვეყნების თარიღი
2010-03-24
სარეგისტრაციო კოდი
240.140.000.05.001.003.928
„თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონი

„თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 27.06.2005, მუხ. 188) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6

ამ კანონის მოთხოვნათა შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).“.

2. მე-12 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.“.

3. მე-15 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

1. ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო.

2. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო არის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს უფლებამონაცვლე.

3. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების გადაცემა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოსათვის.

    მუხლი 3

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                           

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 12 მარტი.

№2759–Iს

 

კრებსითი — სრული ვერსია