,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
8
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-01-24
გამოქვეყნების თარიღი
2007-01-24
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.10.003.000.649
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №8

2007 წლის 24 იანვარი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წელი, №89, მუხლი 1014) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე

ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

გიორგი არველაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

ჯამბულ ბაკურაძე         – საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე –რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი

გრიგოლ გობეჯიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

ალექსანდრე ლომაია – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

ედვარდ სურმანიძე – საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე

ანი ქათამიძე – საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი

ლაშა შანიძე – სსიპ – ,,ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი

პეტრე ცისკარიშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

 

კრებსითი — სრული ვერსია