საქართველოს კანონი
„საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №18, 10.07.96, გვ. 9) მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) მსჯავრდებულთა საბიბლიოთეკო მომსახურება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 9 მარტი.
№2723–Iს