„რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ორგანული კანონი
დოკუმენტის ნომერი
2722
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-03-09
გამოქვეყნების თარიღი
2010-03-24
სარეგისტრაციო კოდი
010.180.000.04.001.003.905
„რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონი

„რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (პარლამენტის უწყებანი, №14, 12.06.96, გვ. 10) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მსჯავრდებულია და რეფერენდუმის გამართვის დღისათვის იმყოფება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                                            მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 9 მარტი.

№2722–Iს

 

კრებსითი — სრული ვერსია