„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2669
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-02-23
გამოქვეყნების თარიღი
2010-03-09
სარეგისტრაციო კოდი
080.190.000.05.001.003.890
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონი

„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 86) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) შემოსავლების სამსახურის უფროსი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელი;“.

2. მე-15 მუხლის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) დეკლარაციის შევსების თარიღი.“.

3. 213 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 213

ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“, „ზ“, „ი“, „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირები თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციას საჯარო სამსახურის ბიუროში წარადგენენ არა უგვიანეს 2010 წლის 1 მაისისა, ხოლო მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები – არა უგვიანეს 2010 წლის 1 აგვისტოსი.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 23 თებერვალი.

№2669–Iს

 

კრებსითი — სრული ვერსია