„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2509
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2009-12-28
გამოქვეყნების თარიღი
2010-01-13
სარეგისტრაციო კოდი
010.320.000.05.001.003.868
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონი

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 55) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. 88-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში მოხელეს კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო, დანამატები ან ეძლევა სხვაგვარი კომპენსაცია, გარდა ამ კანონის 89-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შემთხვევებისა და 89-ე მუხლის „ვ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ოჯახში ძალადობის მსხვერპლის თავშესაფარში ან კრიზისულ ცენტრში მოთავსებისა.“.

2. 89-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) ოჯახში ძალადობის მსხვერპლის თავშესაფარში ან კრიზისულ ცენტრში მოთავსებისას, თუ მოხელეს აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება, მაგრამ არა უმეტეს       30 კალენდარული დღისა წელიწადში; ამასთანავე, დაწესებულებისათვის შეტყობინების ვალდებულება ეკისრება მომსახურების გამწევ ორგანიზაციას;“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი            მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 28 დეკემბერი.

№2509–რს

 

კრებსითი — სრული ვერსია