„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2469
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2009-12-25
გამოქვეყნების თარიღი
2010-01-04
სარეგისტრაციო კოდი
130.030.000.05.001.003.864
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი,   №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ. 53) მე-18 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის განსაი­დუმ­ლოება ხდება არა უგვიანეს იმ ვადისა, რა ვადითაც დასაიდუმლოებულ იქნა ცნობები. საიდუმლო ინფორ­მაციის განსაიდუმლოებას ახორციელებს სახელმწიფო საარქივო დეპარტამენტი, თუ ასეთი უფლებამოსილება მას მინიჭებული აქვს სახელმწიფო საიდუმლოების მფლობელი ორგანიზაციის ან მისი სამართალმემკვიდ­რის მიერ. თუ ასეთი უფლებამო­სილება სახელმწიფო საარქივო დეპარტამენტს მინიჭებული არა აქვს ან ეს ორგანიზაცია გაუქმდა, საიდუმლო ინფორმაციის განსაიდუმლოების საკითხს წყვეტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

2. ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოების უფლება აქვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ამ კანონის მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამსახველი დოკუმენტებისა და მასალების განსაიდუმლოების უფლება აქვს აგრეთვე პროკურორს კანონით დადგენილი წესით.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 თებერვლიდან.

საქართველოს პრეზიდენტი    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 25 დეკემბერი.

№2469–რს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია