„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2462
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2009-12-25
გამოქვეყნების თარიღი
2009-12-30
სარეგისტრაციო კოდი
010.320.000.05.001.003.842
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 55) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები;“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 25 დეკემბერი.

№2462–რს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია