საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2321
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2009-12-15
გამოქვეყნების თარიღი
2009-12-22
სარეგისტრაციო კოდი
020.000.000.05.001.003.810
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 1851 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1851. პირის გარდაცვალების შესახებ შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობა

გამგეობის (მერიის) რწმუნებულის მიერ, აგრეთვე სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ან კერძო სამედიცინო დაწესებულების, პანსიონატის, თავშესაფრის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ხელმძღვანელის ან მის მიერ უფლებამოსილი ადმინისტრაციის წარმომადგენლის მიერ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსთვის პირის გარდაცვალების შესახებ შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 15 დეკემბერი.

№2321_IIს

კრებსითი — სრული ვერსია