საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2470
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2009-12-18
გამოქვეყნების თარიღი
2009-12-29
სარეგისტრაციო კოდი
010.190.030.05.001.003.848
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 25.03.2004, მუხ. 38) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 74-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადას, მაგრამ არა უმეტეს 3 თვისა, განსაზღვრავს პარლამენტი, გარდა ამ რეგლამენტის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებითი კომისიისა. ამ რეგლამენტის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა შეიძლება გაგრძელდეს დამატებით 3 თვით. დაუშვებელია დროებითი კომისიის შექმნა შესაბამისი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე.“.

2. 272-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ რეგლამენტის 149-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.“.

    მუხლი 2

ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე                დ. ბაქრაძე

თბილისი,

2009 წლის 25 დეკემბერი.

№2470–IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია