საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2295
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2009-12-11
გამოქვეყნების თარიღი
2009-12-21
სარეგისტრაციო კოდი
390.000.000.05.001.003.801
საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს ტყის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28(35), 1999 წელი, მუხ. 148) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 28-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დებულებას „სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვის სისტემის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და ფინანსთა სამინისტროებთან და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან (საქსტატთან) შეთანხმებით შეიმუშავებს და საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.

2. დებულებას „სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვის წესის შესახებ“ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან (საქსტატთან) შეთანხმებით შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.“.

2. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 30. ინფორმაცია საქართველოს ტყის ფონდის მდგომარეობის შესახებ

ინფორმაცია საქართველოს ტყის ფონდის მდგომარეობის შესახებ მოიცავს „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად საქართველოს ტყის ფონდის აღრიცხვის სისტემისა და ტყითსარგებლობის განხორციელების დროს მიღებულ ინფორმაციას, რომელიც მიეწოდება საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს (საქსტატს).“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 თებერვლიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 11 დეკემბერი.

№2295–რს

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია